საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ ინფოს პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა. პარტიას “კონსერვატიული მოძრაობა” ერქმევა. მისი თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე იქნება, გენერალური მდივანი კი – გიორგი ქარდავა.
25 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა კონსერვატიული მოძრაობის რეგისტრაცია შეაჩერა და მიზეზად დოკუმენტაციის შევსებისას დაშვებული რამდენიმე შეცდომა დაასახელა. მათ ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 დღე მიეცათ. რეესტრიდან ვიგებთ, რომ 2 და 6 დეკემბერს ალტ ინფომ დამატებითი დოკუმენტები წარადგინა, დღეს, 7 დეკემბერს კი უწყებამ პარტია დაარეგისტირა.
კომენტარები