კორონავირუსმა სენაკის სოფელ, ნოსირში, მცხოვრები დედა-შვილ ჯავახიების სიცოცხლე იმსხვერპლა. რამაზ ჯავახია 40 წლის იყო, ხოლო დედა მარინე-62 წლის.
სოფლის რწმუნებულის გოგა ქორიძის თქმით, 40 წლის რამაზ ჯავახია ქუთაისში გარდაიცვალა, ხოლო დედა – თბილისში.
„მათი მდგომარეობა მძიმე იყო, მამაც უმძიმესია. როგორც ვიცი აცრილები არ იყვნენ. რამაზი გაზის დისტრიბუციაში მუშაობდა, ძალიან კარგი ოჯახი. რა სამწუხაროა, მერამდენე ოჯახი ემსხვერპლა ამ მძიმე სენს“,-გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.
დედა-შვილის ცხედრები საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.
კომენტარები