• რეკლამა
  • კონტაქტი
05:54, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეხუთე დღეს ვიგრძენი რას განიცდიან ნარკომანები „ლომკების“ დროს – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
20:26 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

მეხუთე დღეს ვიგრძენი რას განიცდიან ნარკომანები ლომკების დროს – ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია შოკოლადზე უარის თქმის შემდეგ განცდილ ემოციებზე სოციალურ ქსელში წერს:

„გადავხედე რა ჩემი დღის რაციონს, რომელიც ძირითადად ტკბილეულისგან შედგება და გავითვალისწინე რა მოახლოებული ახალი წელი და მასთან ასოცირებული გოზინაყი, ჩურჩხელა და სხვა გემრიელობები, გადავწყვიტე წინასწარ მიმეღო ზომები და დროზე ამომეღო მენიუდან რომელიმე დასახელების სასუსნავი. დიდი ჭოჭმანისა და საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ შოკოლადი გავწირე და გადაწყვეტილება ისეთი არგუმენტებით გავამყარე, როგორიცაა: „აქ ნამდვილი შოკოლადი მაინც არ იყიდება“, „თავმოყვარე ქალი ამდენ შოკოლადს არც უნდა ჭამდეს“ და „ხო, ჭამე შენ შოკოლადები და შაბათ-კვირას, წყნეთის ფიჭვნარში ნაჩქარევად დარტყმული სამი წრის იმედად იყავი“. მეორე ხმა, აი მულტფილმებში ტომს პატარა, მაცდური ეშმაკის სახით რომ აზის ხოლმე მხარზე და ჯერის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ აქეზებს, დათაფლული ხმით მეჩურჩულებოდა: ნეტა ერთი შენ, მოგცლია, ერთმა ნატეხმა შოკოლადმა რა უნდა გიქნასო. ჩავაჩუმე ეშმაკუნა და ოთხი დღე გავძელი ვაჟკაცურად. მეხუთე დღეს ვიგრძენი რას განიცდიან ნარკომანები ლომკების დროს, მეექვსე დღეს მეტადონის პროგრამაზე ვფიქრობდი, ერთი კვირის თავზე საყიდლებზე წავლასლასდი, შოკოლადის თაროებისკენ არც გამიხედავს, მივედი სალაროსთან და მოლარე გოგონა მეუბნება: ვაიმეე, რა კარგია რომ გნახეთ, ჩემს მორიგეობაზე შოკოლადი გაატარეთ და არ წაგიღიათ, შეგინახეთ, ვიცოდი მოხვიდოდითო. და სანამ ჩემს მხარზე სიხარულით თვალებგაბრწყინებული ეშმაკი სამკაპის ქნევით უვლიდა დავლურს, ამას კიდევ არ დაავიწყდესო და თავისი ხელით მზრუნველად მომითავსა პარკში“ – წერს თეა გვასალია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved