• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან“ დავა, ეს არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე – ნათია თურნავა

ალია ავტორი - ალია
13:45 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოსთან“ საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან” დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება, შეთანხმება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან. 2007, 2011 წელს გარკვეული ცვლილებებია შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდე არის დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც მათ შორის „თელასმაც” უნდა მიიღოს ტარიფების მომატების გზით. 2014 წელს ის ტარიფები, რომელიც სემეკმა დაადგინა, ჩვენი აზრით, იყო აბსოლუტურად ობიექტური, გამჭვირვალე მეთოდოლოგია და იმაზე უფრო მაღალი ტარიფის დადგენა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ რაო” ამას მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენი მყარი პოზიცია ამ სასამართლოს დროს, რომელიც მიმდინარეობდა 6-7 წელიწადი, ყოველთვის იყო, რომ ტარიფები არ უნდა გაზრდილიყო იმ ნაწილში, რა ნაწილსაც ითხოვდა „ინტერ რაო”. ყოველთვის ჩვენ ასეთ დროს მომხმარებლების ინტერესებიდან ამოვდივართ. მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. საბოლოო ჯამში, არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა, მოითხოვა, რასაც აყენებდა „ინტერ რაო”, 200 მილიონზე მეტს აყენებდნენ და 80 მილიონი არის დადასტურებული და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე,”- განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved