• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“

ალია ავტორი - ალია
12:19 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“.

დევი ტებიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი 3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. ამასთან, დასძენს, რომ „ომიკრონს“ „სერიოზული კლინიკური დასაწყისი აქვს“, რაც მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ დაღლილობაში გამოიხატება.

„ახლა გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის. ეს არის სწრაფად გავრცელებადი ვირუსი. ჯერ ერთადერთი სასიხარულო არის ის, რომ ამ ყველაფერს გარდაცვალება არ მოჰყოლია. ჯერ არ არის დაფიქსირებული ასეთი ფაქტი. „ომიკრონი“ 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან „ომიკრონი“ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, „პისიარ“ ტესტი მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.

მთავარია, რომ „ომიკრონს“ ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი. დაღლილობის ძლიერი სინდრომით და აგრესიული, მაღალი ტემპერატურით იწყება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შტამი ძალიან ძლიერია თავისი ბუნებით”, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

მისივე თქმით, ყველაზე ცუდი იქნება, თუ “დელტასა” და “ომიკრონის” თანხვედრა იქნება.

„დელტა“ ვირუსით ინფიცირებულს, თუ განმეორებით „ომიკრონი“ დაემატება, ეს დაამძიმებს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ეს არის ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია“, – აღნიშნავს ტაბიძე.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, როგორც დევი ტაბიძე განმარტავს, ვაქცინაცია მუშაობს, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ვაქცინირებული ადამინების გარდაცვალების პროცენტი ძალიან დაბალია და “თითქმის არ არის”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved