• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეიდან, მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს სატრანსპორტო საშუალების ნებაყოფლობით რეგისტრაცია შეუძლიათ

ალია ავტორი - ალია
12:06 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

დღეიდან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება ამოქმედდა, რომლის შედეგად, განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია/ქვეკატეგორია:

სატრანსპორტო საშუალების „AM“ კატეგორია, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს;

სატრანსპორტო საშუალების „A2“ ქვეკატეგორია, რაც ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი განისაზღვრა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებად. შესაბამისად, „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და მათ სამართავად საჭირო იქნება შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება.

დაინტერესებულ პირებს დღეიდან საშუალება ექნებათ, ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები და მოიპოვონ შესაბამისი მართვის უფლება, ხოლო 2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.

„AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრა 16 წლიდან.

მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან.

„AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე. ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები. გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 26 თებერვლამდე, “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას, მცირდება კანონით დადგენილი საფასური. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისთვის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 18 წლიდან. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად, დაინტერესებულმა პირმა საჭიროა, ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. თუ პირი ფლობს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას, მას უწევს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს როგორც „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, ასევე, „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved