• რეკლამა
  • კონტაქტი
12:26, ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არანაირი გულადი არ არის სააკაშვილი, მე გეტყვით, რატომ ჩამოვიდა სინამდვილეში… აქ ცოტა სხვა თამაში მიდის“ – ზაზა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:27 12-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

– ბატონო ზაზა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი გაიყო. ერთი ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილმა, როგორც ჩვეულებრივმა პატიმარმა, ისე უნდა მოიხადოს სასჯელი, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ყოფილი პრეზიდენტია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს. ზოგი უფრო შორს მიდის და ევროპულ სტანდარტებს მოითხოვს მისთვის. სახლში მოიხადოს საპატიმრო ვადა, ციხეში არ უნდა იჯდეს, როგორც ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებისა და პრემიერ–მინისტრების შემთხვევაში ხდებაო. თქვენ რას იტყვით?

– კანონის თანახმად რომ ვიმსჯელოთ, სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაში შესულია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი. აქედან გამომდინარე, საქართველოში, როდესაც ადამიანის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული განაჩენი, არ არსებობს სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანს სასჯელის მოხდა შეეცვალოს შინა პატიმრობით. ასეთი რამ საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობს. შესაბამისად, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. ეს არის კანონი. თუმცა, ციხეში უნდა ჰქონდეს ნორმალური პირობები, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს, „კანონიერმა ქურდებმა“ და სხვა ტიპის „კრიმინალურმა ავტორიტეტებმა“ არაფერი ავნონ და ამისგან დაცული უნდა იყოს. ვიზიარებ, რომ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს მეტი დაცვა, რადგან ის იყო პრეზიდენტი და ამ ქვეყნის მთავარსარდალი.

– ბევრი ფიქრობს, რომ რაც ხდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება სააკაშვილის მიმართ.

– კი, ასეა. 6 წელი აქვს მისჯილი სააკაშვილს და მოახდევინე ეს სასჯელი. თუ კიდევ დაუმატებს სასამართლო, ისიც მოახდევინე. ოღონდ, ეს ისე გააკეთე, რომ ნუ დაარღვევ მის უფლებებს, მოიხადოს ისეთ პირობებში, რომ მისი პატივი და ღირსება არ იყოს შელახული. ერთის მხრივ ჩვეულებრივი პატიმარია სააკაშვილი, მაგრამ ექს–პრეზიდენტი და ყოფილი მთავარსარდალია ეს კაცი და მოახდევინე სასჯელი განცალკევებულ საკანში. ეს საკანი უნდა იყო დაცული და უნდა ჰქონდეს ნორმალური საკვები და სამედიცინო მომსახურება. არ უნდა მოექცე სააკაშვილს ისე, როგორც მისი რეჟიმი ექცეოდა პატიმრებს. ეს შურისძიებაა და ეს ხელისუფლება შურისძიებაზე მაღლა უნდა დადგეს. არავის არ უნდა მოექცე ისე, როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ. ეს მარტივი  ჭეშმარიტება არ ესმოდა სააკაშვილს, არ ესმის არც ივანიშვილსა და არც მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

– ბევრი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ მთელ ამ პროცესში, ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლება წაგებული დარჩა და ვინც ამას ამბობს, სხვებთან ერთად, ორ ფაქტორს უსვამენ ხაზს. ერთი, რომ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ მშიშარა არ არის და მეორე, რომ პრინციპების გამო მას თავის გაწირვა შეუძლია და ეს შიმშილობითაც დაამტკიცაო. თქვენ რას იტყვით,  რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი?

– ჩემი აზრი ცოტა სხვაა, ამ ყველაფერზე. ვინაიდან ადამიანი ციხეშია, თავს შევიკავებ და ამ აზრს არ გამოვთქვამ. მე არ მგონია, რომ სააკაშვილი გაბედული ადამიანია. 2008 წელს, როდესაც ცხინვალი იბომბებოდა და გორში იყო სააკაშვილი, თვითმფრინავმა გადაიფრინა, საფრანგეთის საგარეო მინისტრი კუშნერი ფეხზე იდგა და ის მიწაზე ფოფხავდა. სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, კარგავდა გავლენას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე და კარგავდა გავლენას, ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაზე“. ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქ ცოტა სხვა თამაში მიდის. პოლიტიკა ბინძური თამაშია და ბევრი რამ არავინ იცის, ის, რაც პოლიტიკის კულუარებში ხდება. ბევრი დრო უნდა გავიდეს, რომ შენს კითხვებს პასუხი გაეცეს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მეეჭვება, რომ ძალიან მაგარია, გაბედულია და იმიტომ ჩამოვიდა.

თეგები: ზაზა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved