• რეკლამა
  • კონტაქტი
09:59, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექიმი: 2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, ძილის პრობლემების გამო დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები

ალია ავტორი - ალია
10:42 12-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ 2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, ძილის პრობლემების გამო დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები.

ექიმის თქმით, მის მიერ მიღებული მედიკამენტების დოზები იყო მინიმალური და დასაშვები.

ამის შესახებ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა.

„როგორც წინა დღეებში, ვიმეორებ, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს თქვენ მოისმინეთ ბევრი ადამიანის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ზოგი ემოციებზე დაყრდნობილი, ზოგი თავისი მოსაზრებით გამოთქმული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამჟამინდელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

რაც შეეხება მის მკურნალობას, ჩვენს ჰოსპიტალში მიყვანის პირველი დღიდან ჩვენთან ერთად მუშაობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისია, რომელიც შედგება მაღალი კლასის სპეციალისტებით. ისინი აღიარებული არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება, ყველა გადის საკმაოდ ძლიერ წნეხს, რომ არ იყოს გვერდითი მოვლენა, არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით.

რაც შეეხება ფსიქოტროპულ პრეპარატებს, რაც დღეს მუსირებს ტელევიზიით, 2020 წელს ბატონმა მიხეილმა გადაიტანა კოვიდი და ჰქონდა გარკვეული პრობლემები ძილის, ჰქონდა დანიშნული გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები. ამ შემთხვევაში, საბაზისოდ იყო აღებული ის პრეპარატები, რომელსაც ის ღებულობდა. შემდგომ მკურნალობის პერიოდში, დაკვირვების შემდეგ, განიცადა ტრანსფორმაცია. დღესდღეობითაც რჩება ეს ძილის პრობლემა, მაგრამ ვუმკლავდებით ამას.

თუ რამე დაგვჭირდება მომავალში, იმასაც გავივლით სპეციალისტებთან ერთად და შევიტანთ კორექტირებას. დოზირება არც ერთხელ არ იყო გადამეტებული. ყველა დოზა იყო მინიმალური, მინიმალური დასაშვები დოზა. მაღალ დოზაზე არ იყო ლაპარაკი არც ერთხელ და არც მიუღია. გარდა ამისა, დავამატებ, თუ დასჭირდება კორექტირება, დასჭირდება სხვა სპეციალისტის მოწვევა, ამასაც გავაკეთებთ. რომელიმე სპეციალისტს თუ აქვს საღი აზრი და შეუძლია, მოგვაწოდოს თავისი აზრი, მაგრამ არა ეკრანიდან და ტელევიზიით, მობრძანდეს, გაგვიზიაროს. ჩვენ ამასაც განვიხილავთ და მისაღები თუ იქნება, გავითვალისწინებთ. პრეპარატს რაც შეეხება, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. შეჯერება მოხდა მარიამ ჯიშკარიანის კომისიის და სახელმწიფო კომისიის შორის და ეს პრეპარატები ახლა ისე ინიშნება. ყველა კომისიის აზრი გათვალისწინებულია და შეჯერებულია. ჯიშკარიანის განცხადებები, ეს მისი მოსაზრებაა და არა ჩვენი“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved