• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საყვარელი ძაღლის საცოდავი თვალები მისი სიცოცხლისთვის საზიანო რომ არ აღმოჩნდეს – ვეტერინარი დავით სადათერაშვილის რჩევები

ალია ავტორი - ალია
21:29 11-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
413

ვეტერინარის რჩევები

ფართო პროფილის ვეტერინარი, ექიმი დავით სადათერაშვილი, “ალიას” ძაღლისა და კატის სწორ კვებაზე ესაუბრება.

– რა არ უნდა ვაჭამოთ ჩვენს შინაურ ცხოველებს, რომ დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრონ?

-მიუსხდებიან ოთხფეხა მეგობრები პატრონს მაგიდასთან, უყურებენ საწყალი თვალებით, ეცოდება პატრონსაც და უწილადებს სუფრიდან მწვადს, თუ ხაჭაპურს. პატრონს ჰგონია, ამ დროს კარგს აკეთებს, არადა, შესაძლოა, მის საყვარელ მეგობარს სწორედ ასეთი კვების გამო, ჯანმრთელობის უდიდესი პრობლემები შეექმნას. შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი საჭმელი ხშირად იწვევს ძაღლებში და კატებში ციროზს. სასტიკად აკრძალულია ღორის ხორცი და არადა, რამდენი პატრონი აჭმევს მათ მწვადს… ვერ ამუშავებს მათი ორგანიზმი ცხიმს, ვერ ერევა ნაღველი, ღვიძლი იტვირთება და სიცოცხლის წლებს ვართმევთ. გამიგია, რომ ზოგი შემწვარ კვერცხსაც კი აჭმევს თავის ძაღლს, რაც ასევე სასტიკად დაუშვებელია. კატასაც ძალიან უჭირს ცხიმის გადამუშავება და შესაძლოა, ციანოზი (მუცელში წყლის დაგროვება) განუვითარდეს ძაღლსაც და კატასაც. ბევრი სხვა მიზეზებიც არის ციანოზის წარმოქმნის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხანგრძლივი არასწორი კვებითაც შეგვიძლია გამოვიწვიოთ ციანოზი (ციროზის მანიშნებელი სიმპტომი).

-კატებს რძე უყვართ, რა ოდენობის რძე შეგვიძლია მივცეთ?

-კატას უყვარს რძე, მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ რძეც ცხიმიანია, არც მისი მიცემა შეიძლება დიდი ოდენობით. შეგვიძლია მივცეთ უცხიმო რძე, ხაჭო. რაც უფრო დიეტურად გამოკებავთ თქვენ ოთხფეხა მეგობარს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს. მთლიანად უნდა ამოვიღოთ მათი კვების რაციონიდან მარილი, ტკბილეული, ნამცხვრები და შოკოლადები, ხილის უმეტესობა. დავიმახსოვროთ კარგად, არასწორი კვებით ვკლავთ მათ. ახლა ვიღაცა იტყვის, არ იყო ადრე სპეციალური კვება ძაღლებისა და კატებისთვის და ვზრდიდით პურზე და იმ საჭმელზე, რასაც ჩვენ ვჭამდითო. კი, ბატონო, ასე იყო და იმასაც გაგახსენებთ, რომ მაშინ, ჩვენი საყვარელი ძაღლების უმეტესობა 7-8 წელი ცოცხლობდა. დღეს კი, პიტბულმა, რომელიც არ გამოირჩევა ზოგადად დიდი სიცოცხლისუნარიანობთ, 18 წელი იცოცხლა. ამ პიტბულის კვებას პატრონი მკაცრად აკონტროლებდა, სწორად უგეგმავდა კვებას და სწორედ ამიტომ იცოცხლა 18 წელი და არა 7 ან 8 წელი.

-ხილი ახსენეთ ზემოთ და რომელი ხილია მათთვის უსაფრთხო და რომელი – არა?

-დიდი ოდენობით არც ერთი ხილი და ბოსტნეული არ შეიძლება. მცირე ოდენობით რეკომენდირებულია ვაშლი და სტაფილო, მაგალითად. კატეგორიულად აკრძალულია კარალიოკი და ხურმა

-ძვლები? როგორი ძვლები შეგვიძლია მივცეთ ძაღლს?

– ადამიანებს მულტფილმებიდან ებეჭდებათ გონებაში, რომ ძაღლებს უყვართ ძვალი… თვლიან, რომ ძაღლს მისცემენ ძვალს და დანაყრდება. თქვენ შეჭამთ ძვალს და დანაყრდებით? ისევე არ უყვარს ძაღლსაც ძვალი, როგორც ჩვენ არ გვიყვარს, მაგრამ ღრღნის, იმ იმედით, რომ იქნება, რაღაცა გამოარჩინოს ამ ძვალს. ნებისმიერი ფრინველის ძვალი (ქათამი, ინდაური და სხვა) ლულოვანია, ანუ მარტივად იმტვრევა და წვეტიანი თავები აქვს მტვრევის შედეგად – შესაძლოა ყლაპვისას დააზიანოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი, ამიტომ, კატეგორიულად გამოვრიცხოთ ფრინველის ძვლები. საერთოდაც, შევთანხმდეთ, რომ ძვალს, საჭმელად არ ვაძლევთ ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს, არამედ, სათამაშოდ, კბილების გასავარჯიშებლად. ამიტომ, ძვლები, თუნდაც საქონლის, რომლებიც შეიძლება დაამტვრიოს და გადაყლაპოს – აკრძალულია. ყოფილა შემთხვევები და არც თუ ცოტა, ძაღლს დაუტეხია საქონლის ძვალი, გადაუყლაპია, ვერ მოინელა, ცხადია, დაუგროვდა ნაწლავში და დასჭირდა ოპერაცია. კბილების გასავარჯიშებლად და სათამაშოდ, უამრავი სხვა საშუალება იყიდება, მაგრამ, თუ მაინც ძვალი გვინდა, უნდა ავარჩიოთ საქონლის მუხლის ძვალი, მის დამტვრევას, ძაღლი, უმეტესად ვერ ახერხებს.

-თევზი?

-თევზი არ უნდა იყოს შემწვარი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შემწვარს არ ვაჭმევთ არც ძაღლს და არც კატას არაფერს! დიდფხიანი თევზი საშიშია, ვერ აკონტროლებს ცხოველი ფხას, ვერ არჩევს. მცირეფხიანი თევზი ბევრად უფრო მისაღებია.

-თუ მაინც გვინდა, ჩვენი ხელით დავუმზადოთ საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს კერძები, რა შეგვიძლა მათ გავუკეთოთ?

-მოხარშული ბრინჯი, წიწიბურა, ხაჭო, გერკულესი, ქათმის ფილე. ყველს თუ ვაჭმევთ, სრულიად უმარილო უნდა იყოს. გაითვალისწინეთ, მარილის მიცემა მათთვის, ციანიდის მიცემის ტოლფასია, თუ მარილიან საკვებს აჭმევთ, ჩათვალეთ, რომ წამლავთ. ყველას შეუძლია გამოჰყოს თვეში 2 დღე ამ კერძის გასაკეთებლად მისი შინაური ცხოველისთვის- მოხარშული ბრინჯი ქათმის ფილეთი, რასაკვირველია მარილის, სუნელების და მწვანილების გარეშე – გარდა იმისა, რომ ეს კერძი ძალიან უყვართ, მათთის სასარგებლოა თვეში 1-2-ჯერ მისი მიღება, ორგანიზმი იწმინდება ამ გზით.

-თუ ვაპირებთ შევცვალოთ ყოველდღიური საკვები, როგორ უნდა მოხდეს ახლით ჩანაცვლება?

-დავუშვათ რაღაც საკვებით კვებავთ და გინდათ მეორეთი ჩანაცვლება, არ იჩქაროთ, პირველ დღეს, ახალი საკვებიდან მხოლოდ 10 პროცენტს ვურევთ დღის ნორმაში და 90 პროცენტს კი ძველ საკვებს ვტოვებთ. ასე ვცვლით ნელ-ნელა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პირდაპირ შევცვლით საკვებს, მოუნელება ხდება და აშლილობა შეიძლება დაეწყოთ.

-ცომეული?

-სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი ცომეული, პური, ხაჭაპური, ღვეზელი, თუ რაც უნდა იყოს! მაქსიმუმ, შეგვიძლია მივცეთ სახლში, ჩვენი ხელით დამზადებული ორცხობილა (,,დასუხარებული” პური), რასაკვირველია მარილის და შაქრის გარეშე. ესეც ძალიან, ძალიან მცირე ოდენობით. ხშირად უთქვამს მეპატრონეს, ისეთი თვალებით მიყურებდა, ვაჭამე, თორემ, კი ვიცი, რომ არ შეიძლებოდაო და ყოველთვის ვპასუხობ, სჯობს მაგიდასთან უყუროთ მის საწყალ თვალებს, ვიდრე კლინიკაში, სადაც შეიძლება, სწორედ უკონტროლო კვების გამო, მძიმე დიაგნოზი დაუსვან. საუკეთესო გამოსავალი ამ საწყალი მზერის ასაცილებლად კი ისაა, რომ ნუ აყურებინებთ მათ თქვენს კვებას, განცალკევებულად მიირთვით.

24 საათი თქვენი საყვარელი შინაური არსებების სამსახურში, ვეტერინარი გამოძახებით

ექიმ დავით სადათერაშვილის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია:

577 15 15 61

571 10 15 61

თეგები: დავით სადათერაშვილივეტერინარის რჩევები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved