• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თემურ ალასანია მართლა გულზეხელებდაკრეფილი კი არ ზის?!” – რატომ ურჩია “ალიამ” პრემიერს, არ წასულიყო ამერიკაში?

ალია ავტორი - ალია
21:15 11-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
436

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და ვინაობის გამჟღავნება, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს.

23 ნოემბერს მიშა უბრალოდ არ გაატარებს, რამე მაინც ექნება დაგეგმილი მაგ დღისთვის. დააკვირდით ლამის მთელი დღე მიეძღვნა იმას, გააღებდა, თუ არა მიშა პალატის ფანჯარას და საბოლოოდ გააღო – რად უნდა ფანჯრის გაღებას ომი? მაგრამ, მას კიდევ ერთხელ უნდოდა ეჩვენებინა, რომ გაიმარჯვა. ახლა ის არის იქ, სადაც პატიმრები არ ყვირიან, ბადრაგი ჩუმადაა, ცოტა ხანში, ინტერნეტს მოითხოვს და პირდაპირ ხაზზე გამოვა. მიშა უკვე ტანკივითაა, მისთვის მთავარი არის ხელისუფლება და მან ამის სუნი უკვე იგრძნო. სინამდვილეში ის არც ნარკომანია და არც ლოთი, ის ხელისუფლებიდან იღებს თრობას. ამას არც ფულში და არაფერში გაცვლის. გისოსებში დამწყვდეული კაცია დღეს რეალური ხელისუფალი, წარმოგიდგენიათ მისი ექსტაზის ხარისხი? რამხელა კაიფია ეს მისთვის, იცით? გამოკეტილი მიშა არის დღეს ყველგან და ის დღეს პოლიტიკური ამინდის შემქმნელია გისოსებიანი ფანჯრიდან, თან ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია – მომხდარა რამე მსგავსი აქამდე მსოფლიოში? თაკო ჩარკვიანიც კი მიხვდა, რომ ახლა მიშას ქება-დიდების დროა, მაგრამ მარტო ხოტბა არ შველის საქმეს და ამის მისახვედრად მიშას დიდი დრო არ დასჭირდებოდა.

ქვეყანაში ახლა ქირურგიული ოპერაციაა საჭირო, ახლა საქართველოში არის ის სიტუაცია, რომელიც იგივენაირად ვეღარ გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მოხდეს რამე ცვლილება და არ გეგონოთ, ეს ცვლილება მხოლოდ ოპოზიციას უნდოდეს. „ქართული ოცნება“ ავტონომიურად ვეღარ მართავს ქვეყანას, ამის საშუალება აღარ აქვს, სერიოზულ კრიზისშია. ოპოზიციაც კრიზისშია – კი იძახიან მიშას გადაყვანა ჩვენი აქციების მერე მოხდაო, მაგრამ მათი დამსახურება ამ საქმეში ნოლია! საპროტესტო აქციებიო – გამოვიდა ხალხი და დაშალეს, ბოდიში, მერე გამოიყვანეს ათასი პენსიონერი და ათასი სულელი და ატარეს აღმა-დაღმა, ხან ერთი ქუჩა გადაკეტეს, ხან მეორე და რა ამით? არ წავედით ციხესთან, პროვოკაცია ავირიდეთო და მერე რა? რომ არ წახვედით, მაგით ვის რა ფეხები მოჭამეთ? ძალიან ცუდია ამის წარმოდგენაც კი, მაგრამ სიმართლე ესაა, თუ სისხლი იქნება გამოსაშვები, მაგასაც არ მოერიდებიან, გამოუშვებენ, მთავარია, სისხლის გამოშვება არ გახდეს საჭირო, თორემ, ვერც ოპოზიცია დააკავებს მაგ ამბავს და ვერც პოზიცია.

დღეს მიშა არის ამ ფილმის სცენარისტიც, რეჟისორიც, მხატვარიც, მთავარ როლსაც მიშა ასრულებს და ფილმიდან მიღებულ შემოსავალს რატომ გაუყოფს მელიას ან ხაზარაძეს? – არ გაუყოფს. ამიტომ გააკეთა განცხადება რამდენიმე კვირის წინ, მე ამ აქციების ორგანიზებაში არ ვერევიო, ფაქტიურად, ამით მან უკვე თქვა, რომ არაფერი საერთო მის თამაშთან მელიას აქციებს არ აქვს. იგი სულ ახალ გუნდ შეკრებს, როგორც ეს 2003 წელს გააკეთა და ბევრი ისეთი სახე მოიყვანა, რომლის სახელიც კი არ გვქონდა განაგონი და ახლა კი ყველა იცნობს. დღეს ზუსტად ის ხდება, რაც 2003 წლის რევოლუციამდე მოხდა, ახლა ეძებენ, ვინ იქნება პირველი ნომერი… ბოლოს ისევ ადგება და მიშა იტყვის, კარგი, რაკი ასეა, მე ვიქნები ისევ ეგ პირველი ნომერიო.

2003-2012 წლებში იყო ფორმულა, როგორ მოხდებოდა ერთი ძალისგან მეორესთვის ხელისუფლების გადაბარება, ახლა ამ ფორმულას ვერ ვხედავთ, ახლა, სიტუაციისდა მიხედვით იცვლება მოვლენები. უკრაინაზე უკვე ვისაუბრეთ. შეიცვალა ამერიკის დამოკიდებულებაც. მაგალითად, 14 ოქტომბერს შეიცვალა ამერიკიდან ჩამოსული ემიგრანტები – ანუ, ის ადამიანები, რომლებიც ამერიკიდან იყვნენ ჩამოსულნი კონკრეტული გზავნილებით, 14 ოქტომბერს უკან გაიხმეს და მოხდა მათი ჩანაცვლება, ესეც მოწმობს იმას, რომ სცენარში მოხდა კიდევ ერთი ჩასწორება. სხვათა შორის, სანამ ბაიდენისადმი მიწერილი წერილი გამოქვეყნდებოდა, 14 ოქტომბერს ამ ჯგუფმაც წაიღო ამერიკაში ზეპირი გზავნილები. კიდევ ერთი – არაერთხელ გაშუქდა, რომ აი, კიევიდან, ვიღაცები მიდიან საქართველოში, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ისინი არ შეუშვა, უკან მიაბრუნა აეროპორტიდან, თითქოს უკრაინელები სხვა გზით ვერ შევიდოდნენ საქართველოში. ეს ცრუ მანევრია, მხოლოდ ხმაურისთვის, სინამდვილეში სულ სხვა ხალხია გააქტიურებული, სულ სხვა ხალხი ჩაიყვანეს, სულ სხვა ქვეყნიდან და ეს ქვეყანა უკრაინა სულაც არაა, ამერიკაა. რას ელიან ამერიკისგან – ჩამოვა, შევა ჰოსპიტალში, მიშას ხელში აიყვანს, გამოიყვანს და სასახლეში დასვამს? – ცხადია, ასე არ მოხდება. სხვა რამეა მისი ფუნქცია. სანამ მიშას გორის ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ, „ოცნების“ რიტორიკა ხისტი და აგრესიული იყო, სად გაქრა ეს აგრესია და სიხისტე ახლა, როცა ოპოზიცია ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ მიშა სრულიად უნდა გათავისუფლდეს და საერთოდაც, ციხეში კი არა, კლინიკაშიც არ უნდა იყოს? რატომ გახდა ახლა მათი რიტორიკა ნაკლებად ხისტი? სად გაქრა ღარიბაშვილი? ღარიბაშვილი შესაძლოა ელის მის დაგეგმილ ვიზიტს ამერიკაში, მაგრამ რომც არ გაუქმდეს მისი ვიზიტი, მას იქ წასვლას მაინც არ ვურჩევდი, რადგან სერიოზულ პროვოკაციას მოუწყობენ ამერიკაში, თემურ ალასანია მართლა გულზეხელებდაკრეფილი კი არ ზის?

ორი დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ბაიდენს :აღკვეთოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სამიტზე მიწვევის შესახებ”, ამ ეტაპზე უცნობია, გაითვალისწინებს, თუ არა სააკაშვილის მოწოდებას, ამერიკა, თუმცა, შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრება და არა ირაკლი ღარიბაშვილი.

თეგები: თემურ ალასანიაირაკლი ღარიბაშვილიმიხეილ სააკაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved