• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მიშა და მიშას თანამზრახველებო, დასხედით ტელევიზორთან და უყურეთ, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო!”

ალია ავტორი - ალია
23:26 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

,,მიშა და მიშას თანამზრახველებო, თქვენ იცით რა არის სამშობლო?!

2008 წელის 8 აგვისტოს, როდესაც ომი, პანიკა, შიში, ერთად დაგვატყდა თავს, საქართველოს საზოგადოება, მაშინაც, გაერთიანდა!
მიშა, შენ, ალბათ, ეს არ გახსოვს. ან რატომ უნდა გახსოვდეს?! შენ ხომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად “იღვწოდი”.
დიახ, შენმა დაუძინებელმა მტრებმა, მოწინააღმდეგეებმა, გაბრაზებულებმა და შენგან ჩარეცხილებმა დაიწყეს ერის ერთიანობის, ერის სოლიდარობის აქცია- ცოცხალი ჯაჭვი მთელ საქართველოში. ლალი მაროშკინამ და მარინა სალუქვაძემ რუსეთის საელჩოსთან “დაგვიძახა” და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცოდით, რა ომიც იყო, რა დამნაშავეც იყავი, როგორ ცახცახებდი და ღრღნიდი ჰალსტუხს, როგორ ცდილობდი “მეგობარი პრეზიდენტების” ლეღვის ფოთოლივით აფარებას, მთელი ქალაქი გამოვიდა ქუჩაში. ჰო, მაინც გავერთიანდით! ისევ, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს დასაცავად გავერთიანდით. ეს იყო სამოქალაქო პროტესტი და პატრიოტული ერთობის განცდა!
შენ, ჩემო მიშა, არც ეს ერთიანობა გახარებდა, არც ის გადარდებდა, მხცოვანი პატრიარქის იმედად დაყრილი, დახოცილი ჩვენი შვილები! არც დაკარგული სოფლები და ტყვიის გასროლის გარეშე ჩაბარებული კოდორის ხეობა. შენ მარტო საკუთარი, ჩასვრილი უკანალი გედარდებოდა.
ჰო, თემას გადავუხვიე .. მოგონებებში წავედი… იმისი თქმა მინდოდა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაერთიანდა!
შენ ამ ერთიანობისაც შეგეშინდა!
შენთვის, გაერთიანებული, მობილიზებული, შეკრული საზოგადოება საშიში ბრბო და უკონტროლო მასაა.
ახლა, დასხედით ტელევიზორთან და უყურეთ, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო!
სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ხალხის არ ეშინია. ხელისუფლება, რომელიც უსმენს და ზრუნავს თავის მოქალაქეებზე.
აი, ნახეთ, ესაა სახელმწიფო, რომელიც ხალხისთვის და ხელისუფალისთვის სამშობლოა!
სამშობლო!!!
დიახ, ერთად დასხედით და უცქირეთ! თქვენ მიშას ვერ მოცილდებით, თქვენ ერთნი ხართ, ასე იყავით და ასე დარჩებით, როგორც არ უნდა სცადოთ გაყოფა, ვინაიდან თქვენ გაერთიანებთ სამშობლოს სიძულვილი.
მიშა და მიშას თანამზრახველებო, საერთოდ, თუ იცით რა არის სამშობლო???……………………..”

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved