• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თემურ ალასანიას გაწბილებული სიბერე ანუ სილაში ვარდი!….“ – რას აღარ დაწერს ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
00:12 11-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:

„თემურ ალასანიას გაწბილებული სიბერე ანუ

სილაში ვარდი!….

ამ სათაურით ვაპირებდი მოანალიტიკურო-მომელოდრამული პოსტის დაწერას.

გეგმა ასეთი იყო:

1.როგორ შექმნა საბჭოთა სპეცსამსახურების ჩინოსანმა საკუთარი დისშვილისგან მსოფლიო მაშტაბის პოლიტიკური ფიგურა ანუ პროექტი N-1

2. რა ბიზნესინტერესები იდგა დისშვილის პრეზიდენტის სავარძელს მიღმა.

3. როგორ იცილებდა საკუთარ ბიზნესკონკურენტებსა და დისწულის პოლიტიკურ კონკურენტებს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებით “ბიძა- ლიკვიდატორი”.

4. სააკაშვილის უმადურება თუ მისივე გარემოცვის გაძლიერება მსოფლიო კორპორაციებში.

ვინ ჩაანაცვლა თემურ ალასანია? იმედგაცრუება N1.

5. მარცხი, რომელმაც “პრომეთე” ისევ ბიძას მიაჯაჭვა.

6. “მიშა მაგარია”-ს უკრაინული ვერსია ანუ პროექტი N-2

ა) მაიდანი.

ბ) ოდესა.

გ) ციხე.

დ) უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

იმედგაცრუება N2. ხელისუფლებასმოწყურებული “გმირი” თუ მოტყუებული პატიმარი?!

სად არის თემურ ალასანია?

მასაც ხომ არ მობეზრდა მისივე შექმნილი პროდუქტის შეფუთვა და შემდგომ სარფიანად გაყიდვა?

მოხუცმა ბიძამაც ხომ არ გაიმეტა იგი ციხისთვის?

დაიღალა?… ალბათ…

P.S.

მეგობარს ჩავუგდე ჩატში ამ არდაწერილი პოსტის სათაური- სიბერეგაწბილებული თემურ ალასანია ანუ სილაში ვარდი.

პასუხი მივიღე ასეთი: ალასანია კი არის ვარდივით და ეს საცოდავი ქე არის სილაში ყელამდეო…

P.P.S.

ამას რომ ვწერდი, სულ მედგა თვალწინ ერთი აწოწილი, დიდი ნაბიჯებით მოსიარულე, მუდამ მომღიმარი, მაგრამ ღიმილის მიღმა ჩაფიქრებული ახალგაზრდა კაცი.რომელიც ყველას ესალმებოდა, ყველას რაღაც ახლობლურ, მოიუმორისტულ რეპლიკებს ესროდა. თვალებით სულ ტელეკამერებს ეძებდა, რათა მუდმივად ყოფილიყო ყურადღების ცენტრში. მას უყვარდა ტელევიზორი და ახალგაზრდები… მას ყველაზე მეტად ეშინოდა ტელევიზორის და ახალგაზრდული გაერთიანებების…

მოკლედ, მე ამ პოსტს არ დავწერ…………………

აღმოჩნდა, რომ რთულია წერო მსხვერპლზე… მილიარდიანი პროექტების მთავარ გმირზე, რომელიც საკუთარ თავში დაიკარგა…

ჰო! აი, ბიძას რაც შეეხება… ნუუუ, მაგას უკვე არც არაფერი არ შეეხება………….“

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved