• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორი ოპერაცია ერთდროულად გამიკეთეს ე.წ. არამიანცში და მეორე დღეს დრენაჟებით ვიყავი ისევ გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში” – დავით მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
11:05 11-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ორი ოპერაცია ერთდროულად გამიკეთეს ე.წ. არამიანცში და მეორე დღეს დრენაჟებით ვიყავი ისევ გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში, – ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით მირცხულავამ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

როგორც დავით მირცხულავამ აღნიშნა, დაკავების შემდეგ, ოჯახის წევრები პირველად წელიწადისა და რვა თვის შემდეგ ნახა.

„სახლიდან გამოვდიოდა და სამსახურში მივდიოდი როცა დამაკავეს, მთელი ეზო ფიქრის გორა იყო ბლოკირებული, სპეცრაზმი იყო, გაუგებრობა იყო იმდენად, რომ მანქანაში ვინც დასხდნენ და გადმომიყვანეს, იმათმა რომ დამინახეს რამდენიმე ადგილზე სნაიპერის, სპეცრაზმის კომუფლიაჟში იყვნენ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ისინი საიდან მოვიდნენ. ყველაზე კომიკური იყო, როდესაც პროკურატურაში მივედი, პროკურატურაში არ იყო გაცემული ის, რომ დაბარებული ვიყავი საერთოდ, შესვლაზე იყო პრობლემა. არ ვიცი, მოწყობილი იყო ფსიქოლოგიური შეტევა იყო თუ სხვა რამ არ ვიცი. ამის შემდეგ გადამიყვანეს კარდიოლოგიის ინსტიტუტში, შემდეგ გადამიყვანეს „ლეჩკობიტანში“, ამის შემდეგ წამიყვანეს ციხის საავადმყოფოში, გადაყვანის დროს დამაწვინეს ასფალტზე, რადგან საკაცე არ იყო, ვიდრე საკაცე მოვიდა, გავიდა კარგა ხანი, ეს ხდებოდა იანვრის თვეში. ციხის საავადმყოფოში არც წამალი იყო, ექიმები კი იყვნენ, მაგრამ როცა არაფრის საშუალება არ გაქვს, უბედურება ხდებოდა იქ. დღეს, როცა ვუყურებ ციხის საავადმყოფოს, იმ პერიოდში „ლეჩკომბინატიც“ კი არ იყო ასე მოწყობილი. შემდეგ იყო ორი ოპერაცია ერთდროულად გამიკეთეს ე.წ. არამიანცში და მეორე დღეს დრენაჟებით ვიყავი ისევ, გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში, მაგრამ იმავე საღამოს დრენაჟებით გადამიყვანეს მეშვიდეში, მაშინ გახსნეს, რადგან ქვედა სართულზე იყვნენ ქურდები და ზედა სართულზე პირველი ჩვენ შევედით. შეცდომა ისეთი მოუვიდათ, რომ მუდმივად აჩვენებენ და მაყურებელს გონია, რომ მარტო გლდანის ციხეში იყო კარანტინის დაშლა, ის კარანტინი „გუბერცკში“ რა იყო, ის არ უნახავთ. იქ საშინებელა იყო საერთოდ. ის გუბე შუაში, რომ იყო, იქ ეყარნენ და ცემა-ტყეპა და უბედურება იქ იყო. თავიდან საკაცით „გუბერცკის“ ციხეში მიმიყვანეს, იქ ვერ გაარკვიეს, სად უნდა წავსულიყავ და მერე გადამიყვანეს მეშვიდეში. მერე მოიყვანეს მეშვიდეში სულხან მოლაშვილი. ჩემი ოჯახის წევრები პირველად ვნახე წელიწადი და რვა თვის შემდეგ. მიზეზი იყო, რომ მისჯლი არ მქონდა, მუდმივად პრობლემა ჰქონდა ადვოკატს, არ უშვებდნენ ციხეში. მაშინ ჩემი ადვოკატი იყო ეკა ბესელია და მუდმივად იბრძოდა“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

დავით მირცხულავა 2003 წლის დეკემბერში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს. 2008 წლის იანვარში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ მირცხულავა, კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელ სულხან მოლაშვილთან ერთად შეიწყალა.

2015 წელს სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოიტანა. საქართველოს მთავრობამ მირცხულავას მიმართ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივანს კომპენსაციის სახით 5 000 ევრო შესთავაზა. მომჩივანი საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად დაეთანხმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved