• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკვე სარიტუალო მომსახურების ტელეფონს ვეძებდი და საკუთარ სიმაღლეს ვიხსენებდი, სწორი მონაცემები რომ მიმეწოდებინა… – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
19:03 11-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ჟურნალისტი თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:

„ღარიბაშვილის განცხადებას მოვკარი თვალი ფბ-ზე, წამლების ფასს უნდა მივხედოთო. იმდენმა დაუკომენტარა აქამდე რას უცდიდითო, რომ ამ თემას აღარ განვავრცობ, მაგრამ ფასებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი აქ შემოტანილი და ადგილზე წარმოებული მედიკამენტების ხარისხია. ცხვირის სპრეი რომ ცხვირს ვერ გაგიხსნის და წნევის წამალი წნევას ვერ დაგიწევს, ამას რა ეწოდება? ალბათ არსებობს წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტო და დავიჯერო ყველაფრით კმაყოფილები არიან?

წამლებს ვინ ჩივის, პანდემია რომ დაიწყო და ექიმებმა გვირჩიეს ოქსიმეტრი იყიდეთ და სუნთქვა თუ გაგიჭირდათ სისხლში ჟანგბადის დონე შეიმოწმეთო, გავიქეცი და ახლა ნამდვილად არ მახსოვს რომელ აფთიაქში, ავერსში, პე ეს პეში თუ ჯი პი სი ში, 80 ლარად შევიძინე ეს აპარატი. ფასი ასე ზუსტად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ძვირფასი შენაძენით ხელში აქვე, დოლიძეზე, ტექნიკის აქსესუარების მაღაზია „ვო ვო ვოში“ რომ შევედი კომპიუტერის მაუსის საყიდლად, იგივე აპარატი 30 ლარად ედოთ. თავი დავიმშვიდე, ჩემი ორიგინალი იქნება, ეს პატენტითქო და წამოვედი სახლში. და აგერ ახლა, რამდენიმე დღის წინ, ბავშვებს რაღაც მსუბუქი ვირუსი შეხვდათ: სურდო უსიცხოდ. სამ დღეში გაუარათ, მაგრამ იქამდე მეც გადმომდეს. მე მეტხანს გამიგრძელდა და სხვა დროს თუ ყურადღებას არ მივაქცევდი, ახლა, მეხუთე ტალღის პიკზე, ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. კი ვარ ორჯერ აცრილი, ცხვირი არსად გამიყვია უნიღბოდ, მაგრამ მაინც გავიქეცი და პისიარ ტესტი ჩავაბარე. აქვე გეტყვით, რომ არაფერი აღმომაჩნდა, მაგრამ სანამ ლოდინის 24 საათი გავიდოდა, მე კი, როგორც სურდოს დროს ხდება ხოლმე, სუნთვა მიჭირდა, ოქსომეტრი გამახსენდა. გადმოვიღე, ინსტრუქციის მიხედვით გავიკეთე მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე და თვალებს არ დავუჯერე. როგორც ექიმებისგან მახსოვდა, 94-ზე ქვემოთ თუ გაჩვენათ, ე.ი. სუნთქვის სერიოზული პრობლემები გაქვთო, ჩემს 80 ლარიან აპარატზე კი 60 ციმციმებდა. მერე ისიც გამახსენდა, აპარატი რომ არ შეცდეს, თითი თბილი უნდა იყოს და მანიკური არ უნდა გესვათო. ვეცი აცეტონს, მოვიშორე მანიკური, ხელები მდუღარე წყალს შევუშვირე და იგივე შედეგი მივიღე. უკვე სარიტუალო მომსახურების ტელეფონს ვეძებდი და საკუთარ სიმაღლეს ვიხსენებდი, სწორი მონაცემები რომ მიმეწოდებინა, რომ ყოველი შემთხვევისთვის მარჯვენა ხელის ჯერ კიდევ მანიკურიანი და შიშისგან გაციებული თითიც შევიმოწმე და 98 დამიწერა. ამასობაში პისიარის შედეგიც მომწერეს და ამოვისუნთქე. ახლა აქ რომ დავწერო რა სურვილები გავუგზავნე იმ ოქსომეტრის ჯერ შემქმნელებს და შემდეგ შემომტანებს, ფეისბუქი სამუდამოდ დამბლოკავს. არადა, მივეჩვიე აქაურობას. ტელევიზორს რომ არ ვუყურებ, აქედან ვიგებ ახალ ამბებს და რაც მთავარია, არასდროს მავიწყდება მეგობრებისთვის დაბადების დღეების მილოცვა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

10:31 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved