„ესენი ევროპარლამენტარებს არ უშვებენ გლდანის ციხეში და სააკაშვილს გამოუშვებენ იქიდან?
შეგახსენებთ, სააკაშვილმა შიმშილობას შეწყვეტაზე მზაობა უკვე სამი დღეა, რაც გამოაცხადაა, მაგრამ არა გლდანის ციხეში. ყველა სხვა გარემოებას რომ თავი დავანებოთ, გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა თვითმკვლელობაა – პოსტშიმშილობის რეაბილიტაცია (რეფიდინგი) უაღრესად რთულად სამართავი პროცესია და არათუ გლდანის ციხის საავადმყოფოში, ყველა სამოქალაქო კლინიაშიც კი ვერ ხორციელდება სრულყოფილად“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია. ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.
კომენტარები