სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 251 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 328 081-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 6 976 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 39 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1368 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 292 092 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 642 ამ დრომდე მკურნალობს.














კომენტარები