რესტორან „კახელების“ მფლობელი, ბიზნესმენი ჭიჭიკო გოლეთიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს.
„როს სელხოზ ნადზორ! თქვენი დაანონსებული “ჩებურეკების ემბარგო” არ მუშაობს, რაიმე სხვა მოიფიქრეთ…
Nika Gvaramia“-წერს ჭიჭიკო გოლეთიანი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილის მიმართ უარყოფითი პოსტის გამო, ჭიჭიკო გოლეთიანი სააკაშვილის მომხრეთა შეტევის ობიექტი გახდა.

ამის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა განაცხადა, რომ „კახელებს“ აუცილებლად ესტუმრება.
კომენტარები