„სასიხარულოა რომ ამდენ ნეგატივში, ისეთ ადამიანს აღმოაჩენ შენს ირგვლივ როგორიც მარიამია“ – ქართველი სოპრანო, თამარ ივერი სოციალურ ქსელში შემთხვევის შესახებ წერს, რომელმაც სასიამოვნოდ გააოცა:
„საბურთალოზე სითი მოლში ვიყავი და რომ გამოვედი საქარე მინაში დამხვდა. არ მეგონა რომ ამ ქვეყანაში კიდევ არსებობდნენ ასეთი კეთილსინდისიერი ადამიანები.პ.ს. მისი ასეთი ჟესტის გამო…რათქმაუნდა არაფერი არ გადავახდევინე.მაგის არ მიჭირს ღმერთის წყალობით.მოგვიანებით მისი ვინაობაც დავადგინე ფბ ზე,მაგრამ არ “გამოვააშკარავებ” შეიძლება იუხერხულოს, თუმცა,სასიხარულოა რომ ამდენ ნეგატივში, ისეთ ადამიანს აღმოაჩენ შენს ირგვლივ როგორიც მარიამია“ – წერს თამარ ივერი.

კომენტარები