• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამარცხვინოა სააკაშვილი და არა მასზე გავრცელებული კადრები!“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
19:39 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

როგორ შეიძლება პირის გადაყვანა ერთი ლოკაციიდან მეორეში იყოს სამარცხვინო?სამარცხვინოა სააკაშვილის ქცევა, რომელიც იმ კადრებზეა აღბეჭდილი – ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„სამარცხვინოა სააკაშვილი და არა მასზე გავრცელებული კადრები!როგორ შეიძლება პირის გადაყვანა ერთი ლოკაციიდან მეორეში იყოს სამარცხვინო?სამარცხვინოა სააკაშვილის ქცევა, რომელიც იმ კადრებზეა აღბეჭდილი. სამარცხვინოა, როცა კადრეში ხედავ, როგორ შეექცევა ხბოს პაშტეტს და ფაფებს პატიმარი სააკაშვილი და თან გიმტკიცებს – ვშიმშილობო. სამარცხვინოა სააკაშვილისვე გადაღებული კადრები საკუთარ თავზე, სადაც ცდილობს უკანონოდ შემოპარვა მოტაცებად შეასაღოს ხალხს, რომლის პრეზიდენტიც იყო 9 წელი.სამარცხვინოა თვითონ ფორმა შემოპარვის, რომელიც მან აირჩია საზღვრის უკანონოდ გადმოსაკვეთად და არა კადრები, რომელიც ამას ასახავს.დიახ, სამარცხვინოა როცა ზრდასრული კაცი დორბლებს ხელით იწმენდს და ცხვირს მკლავებით. სამარცხვინოა, როცა ის ჰალსტუხს ღეჭავს შეშინებული. სამარცხვინო და ამაზრზენი საყურებელია კადრები, რომელშიც შეშინებული მთავარსარდალი და პრეზიდენტი სააკაშვილი მიწაზე ფორთხავს, როდესაც გმირი ჯარისკაცები რუსეთს ეომებიან ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად. სამარცხვინოა ამ მიწის ქვა-ღორღად მოხსენიება იმ პირისგან, რომლის უგნურმა თუ უნამუსო პოლიტიკამ ის მტერს ჩააბარა. სამარცხვინოა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადო, მერე ხალხი რუსთაველზე აზეიმო და დაჭრილი და დახოცილი ჯარისკაცები მტერს მიუტოვე უპატრონოდ. დიახ, სამარცხვინოა საქართველოს ისტორიის ეს ფურცელი არა იმიტომ, რომ კადრებზეა აღბეჭდილი, არამედ იმიტომ, რომ ეს არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა, რომლის ნაწილს დღესაც უჭირს გააზრება, რომელია სამარცხვინო – კადრები თუ კადრებზე აღბეჭდილი სააკაშვილი“ – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved