• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის ხელისუფლების მცდელობა იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი“ – სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ანა ფოტიგა ციხეში არ შეუშვეს

ალია ავტორი - ალია
17:43 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რადგანაც იუსტიციის სამინისტრო ანა ფოტიგას და ასევე ლიეტუვის პარლამენტის ორ წევრს, ჯერეჯერობით ციხეში შესვლის ნებართვას არ აძლევს, მათ გზავნილს, წერილის სახით, მიხეილ სააკაშვილს სალომე სამადაშვილი თავად გადასცემს.

“სამწუხაროდ ახლა 6 საათაზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და მათ ამ წუთამდე არ მიუღიათ უფლება იუსტიციის სამინისტროსგან მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში, მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მცდელობა, რომ ფაქტიურად, ასე ვთქვათ იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისთვისაც ცხადია ევროპელ პოლიტიკოსებთან პირადად შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი.

მიუხედავად ამისა, რამდენადაც მე მაქვს მიღებული უფლება შესვლის ციხეში, მე ახლა ამ უფლებას გამოვიყენებ და მსურს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადავცე წერილი, რომელსაც ხელს აწერენ არა მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან ჩამოსული აქ, არამედ არაერთი სხვა ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსი და გადავცე მას ის გზავნილი, რაც ამ წერილში არის გაჟღერებული.

შემიძლია გაგიზიაროთ აქ არის, ორი მოწოდება, ერთი ეს არის ცხადია საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომის გატარებას და მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას და ასევე მოწოდებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართულებით, რომ მან განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა, რამდენადაც ეს არის აუცილებელი მისი და ასევე ელენე ხოშტარიას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად”,- ამბობს სალომე სამადაშვილი.

გუშინ, 11 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved