ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდა, რომელიც უკვე 10 დღეა შიმშილობს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიის ასეთი დიდი დარტყმის და კრიზისის სიმწვავის დროს, ჩვენი პარტნიორების, ევროპარლამენტარების ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა არის ტოტალიტარული, დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმები. ის თავის დროზე თავად იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. იცის, რა არის რადიკალური, მწვავე ბრძოლის ფორმები, იცის, რა არის პოლიტიკური დევნა, მან იცის, რა არის ბელარუსის და პუტინის რეჟიმი, იცის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მსგავსი ადამიანების აქტიური ჩართულობა ჩვენი დემოკრატიის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები