მეტრო 300 არაგველთან ოპოზიციის აქციის დასრულების შემდეგ ენმ”-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროსთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა.
ძალიან მშვიდობიანად, წყნარად, ისე, რომ არ მივცეთ პროვოკაციის საშუალება ,,რუსულ ოცნებას”, მივემართებით იმ უწყებისკენ, რომლის სამართლებრივი მოვალეობაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისი გადაყვანა მულტიფუნქციურ საავადმყოფოში და რომელიც ამ დღეების განმავლობაში ფაქტიურად ,,გრუ”-ს აგენტად. აქედან მივდივართ ისუტიციის სამინისტროსთან. მშიშარა, მხდალ რატი ბრეგაძეს ხმა კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ არ მივცემთ შესაძლებლობას, ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა – განაცხადა აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა.
კომენტარები