„ზარის განხორციელების უფლებას არ აძლევენ, იტაცებენ ციხიდან ციხეში და კიდევ ბედავს ეს კობახიძე… მართლა არ მინდა ეს რაღაც ადამიანური, კაცური და ბიჭური სულელური კატეგორიებით საუბარი. შემთხვევით წავაწყდი ადამიანს ქუჩაში და დადნა, მდნარი გახდა ადამიანი და ეს არის მმართველი, პარტიის თავმჯდომარე. ახლა მიხეილ სააკაშვილს დასცინის, დატყვევებულს, რომელიც თავიანთ ველურებს მარტო უსწორდება. შეგრცხვეს მაინც, კობახიძე, ენა როგორ გიტრიალდება, რომ სააკაშვილი აკრიტიკო“, – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია პირველის ეთერში. მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთმანეთს 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან დაუპირისპირდნენ.
კომენტარები