• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კოვიდსიკვდილიანობის სტატისტიკა გამაოგნებელი და საეჭვოა“ – მარინა ბერაძე

ალია ავტორი - ალია
01:40 11-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოზით მოქალაქეების გარდაცვალება გამოიწვია მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ისინი ჰოსპიტლებში მოხვდნენ. მართალია, საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ნათლად ასახავს ნეგატიურ განწყობას და უნდობლობას, რაც, ზოგადად, პანდემიის მართვის პროცესის მიმართ თითქმის მთელ საზოგადოებაშია.  სიკვდილიანობის  მიზეზებს შორის მთავარი სისტემურ პრობლემად მიიჩნევა გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა, რის გამოც, ელემენტარულად, პასუხისმგებლობის საკითხის დასმაც ვერ ხერხდება, ხოლო კორონავირუსს ამასობაში ყოველდღიურად ათეულობით პაციენტი ეწირება, მათ შორის ის ინფიცირებულები, ვინც კლინიკაში შესვლის მომენტში მსუბუქი და საშუალო სიმძიმისა იყო.

საბოლოო ჯამში, სამედიცინო კორუფციის ნიშნებს და საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივი განაწილების საფრთხეს ხედავს ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ ხელმძღვანელი, მედიკოსი მარინა ბერაძე.

,,არცერთ ქვეყანაში პანდემიის მართვისას აბსოლუტური დაცულობა პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ რაც საქართველოში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არსად არ არის ამდენი დაძაბულობა, სტრესი, გაუთავებელი ჭიდილი და განუკითხაობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. განვითარებულმა  ქვეყნებმა კოვიდიდან გამომდინარე სიკვდილიანობა დაძლიეს. ჩემთვის არსებული  სტატისტიკა გამაოგნებელი და ამავდროულად  საეჭვოა. აქ უფრო მკურნალობის პრობლემა იკვეთება.  პირველადი ჯანდაცვა უბრალოდ არ გვაქვს, თავს ნუ მოვიტყუებთ! ,,ოჯახის ექიმი“ ფორმალური სახელწოდებაა, რომელიც სინამდვილეში არ წარმოადგენს ოჯახის ექიმს. ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც შედიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმით, არ უნდა კვდებოდნენ იმის გამო, რომ აუცრელები იყვნენ. ცხადია, არც სხვა მიზეზის გამო, მაგრამ არასწორი მკურნალობაა.  გაუგებარია, ვინ შეადგინა ეს გაიდლაინი, პროტოკოლი რომ ეს ასე უნდა იყოს.  ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰოსპიტალში მკურნალობდა. დიახ,  კლინიკაში მოხვედრამ გამოიწვია მათი სიკვდილი, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით“, – აცხადებს მარინა ბერაძე ,,კომერსანტთან“.

რაც შეეხება თვითონ პანდემიის მართვაში ჩართული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს, ბერაძის თქმით, რეალურად წარმოუდგენელია საკანონმდებლო ბაზის არქონის გამო. თუმცა მედიკოსი აქვე აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს სამედიცინო სექტორის მხრიდან გადაცდომებს, დანაშაულებრივ ნიშნებს, რაც ზოგადად სამედიცინო ბიზნესში რეალურად არსებობს და რეაგირებას საჭიროებს.

,,ექიმს პასუხისმგებლობა  უნდა გააჩნდეს ყოველგვარი ექსტრემალური სიტუაციის გარეშეც. პროფესიული დაზღვევა კანონმდებლობით დადგენილია ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ამის გარეშე სამედიცინო დაწესებულება არ მუშაობს, რადგან  ეს არის სწორედ რეგულაციის  მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს დანაშაულს, გულგრილობას და სხვა. შედეგი ვერც ვერასდროს დადგება, როდესაც ყველა საავადმყოფოს ინტერესია ფინანსური მოგება.  გავთვალოთ, რამდენი მოიგეს კლინიკებმა, აფთიაქებმა და სხვა დარგებმა, რომლებიც პანდემიის მართვის პროცესში არიან ჩართული. მთელი ინდუსტრიის მიზანია, მეტი პაციენტი ჰყავდეთ, რომ ბიუჯეტიდან მეტი ფული მიიღონ, არის უამრავი კითხვა, რაც ისმევა ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან და პასუხი უნდა გაეცეს. შეიძლება, ყველაფერი სწორადაა, მაგრამ ეჭვები უნდა გაქარწყლდეს.

2012 წლიდან არის ეს ხელისუფლება, რამდენიმე პარლამენტი შეიცვალა და საერთოდ არ დგას დღის წესრიგში პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა მექანიზმით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ ახმოვანებს მას და ვინ დგას ამ პროცესების უკან? პირველ რიგში, ის პერსონალი, რომელთა სახეებს ვხედავთ, პროფესიონალია, მაგრამ როდესაც სისტემა მახინჯია, გაუმართავი, კომერციალიზებული, მათი მართვა ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული. რეალურად არამართული, მიუღებელი კანონები მართავენ  სექტორს. უნდა ვებრძოლოთ ამ მახინჯ სისტემას და ვაიძულოთ,  ვისაც ევალება, ჩადგეს ქვეყნის და არა საკუთარი ბიზნესის სამსახურში. 21 დღე და 1 თვეც დაწოლილა პაციენტი ჰოსპიტალში, უკეთდება ათასობით ლარი ღირებულების კვლევა, პროცედურა, რომელიც შეიძლება არ სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ კლინიკა იღებს ბიუჯეტიდან დიდ ფულს!  ბიუჯეტის თანხა მიდის არასწორ ადგილას და სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ“, – აცხადებს მარინა ბერაძე.

,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“  ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლო მომავალში აუცილებლად გამოითხოვს რამდენიმე გარდაცვლილი პაციენტის სამედიცინო ისტორიას, რომელსაც საფუძვლიანად შეისწავლიან.

მედიკოსის განცხადებით, პანდემიის მართვისას სერიოზული შეცდომებია დაშვებული და  თუკი ყურადღება არ მიექცევა, დროთა განმავლობაში გადაიზრდება დანაშაულში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved