ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
„სამი ცოცხალი პრეზიდენტი გვყავს. სამივეს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. დარწმუნებული ვარ თქვენც. ამის მიუხედავად, მინდა სამივე ერთად ვნახო ხოლმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეებში და მომენტებში, ჭირში და ლხინში, მინდა სამივე მუშაობდეს საქართველოს საგარეო წარმატებისთვის, მინდა კრიზისების და დელიკატური სიტუაციების დროს ამ ქვეყნისთვის იმუშაონ, იყენებდნენ საკუთარ კონტაქტებს, გავლენას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მინდა გამოვიყენოთ თუნდაც მცირე რესურსი, რაც თითოეულს გააჩნია ამ ქვეყნისთვის. მინდა არ ვწვავდეთ შამფურზე, არ ვატყავებდეთ, არ ვქოლავდეთ, არ ვასისხლიანებდეთ. ძალიან ბევრი მინდა?“
კომენტარები