• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სახეზე გვაქვს სასწაული…სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ შიმშილობის მეორმოცე დღეს ისეთ ჯანზე იყოს, რომ ირტყმევინებოდეს“ – სოსო მანჯავიძე

ალია ავტორი - ალია
01:20 11-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე:

„დედამიწაზე ცხოვრობს რამდენიმე ათასი კაცი, რომელიც საერთოდ არ ჭამს საჭმელს.

მათი უმრავლესობა ინდოსტანის ნახევარკუნძულზე და ტიბეტში ცხოვრობს, მაგრამ ერთეულები სხვაგანაც გვხვდებიან.

ერთ-ერთმა , კითხვაზე, თუ როგორ არსებობდა საკვების გარეშე, უპასუხა, რომ ის იკვებება შეუნივთებელი მზის ენერგიით. სხვები რელიგიურ ტერმინებს იყენებენ, თუმცა იშვიათად საუბრობენ ამაზე.

ეს მიხეილ სააკაშვილზე გამახსენდა.

ეტყობა ისიც მზის შეუნივთებელი ენერგიით იკვებება.

სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ შიმშილობის მეორმოცე დღეს არც წონაში დაიკლოს და თან ისეთ ჯანზე იყოს, რომ ირტყმევინებოდეს.

მხოლოდ ურწმუნოს შეუძლია ცინიკურად ჩათვალოს, რომ ხბოს პაშტეტი საკვებია.

სახეზე გვაქვს სასწაული, ხოლო ეს რომ ღვთისგანაა

მეტყველებს ის უზარმაზარი ჯვარი, რომელიც, ალბათ, მეუფე ნიკოლოზმა აჩუქა.

ჰოდა, ასეთი სასწაულმოქმედი მღვდელმთავრისა და წმინდა მიხეილის ღირსი ეს ქვეყანა და ხალხი არაა.

ამიტომ ვურჩევ მათ გაერიდონ ამ გულქვა ქვეყანას და ხალხს და სადმე უკრაინაში ჰპოვონ ნავთსაყუდელი.

უარს არ ეტყვიან, პირიქით,გაუხარდებათ,

ნიმუშად აიღონ ლიბერიის მაგალითი.

იყიდონ 100.000 ჰექტარი (წილში ბიძინაც შემოვა) მიწა და დააფუძნონ კოლონია.

თან წაიყვანონ მიშისტი მღვდელმთავრები, ექიმები და ყველა ის, ვინც მას მამად და საქართველოს დამფუძნებლად მიიჩნევს.

ამ პატივს იმსახურებენ ისინიც, ვისაც გული აუჩვილდა მიშას შიმშილობასა და პალატაში ციმციმ შეყვანის ყურებისას.

დაგვტოვონ მხოლოდ გულქვები.

ხოლო იქ, ადგილსა მას მწვანვილოვანსა, სადა არა არს ოლიგარქი პუტინისაი, არცა ოცნება, არცა სუსი, არამედ მხოლოდ მიშა და გვარამია და გრიგოლია იგი დაუსრულებელი, განიშვებენ და გაიხარებენ ურთიერთსიყვარულსა და ნეტარებაში.

რა საოცარი საზოგადოება მოიყრის თავს! სრულიად უნიკალური.

ყველაფერი მე როგორ უნდა ვასწავლო, როგორ ტყუილა გაჭმევთ პურსა.“

თეგები: სოსო მანჯავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved