• რეკლამა
  • კონტაქტი
14:35, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილი თემა პირველხარისხოვანი არ არის – უკრაინა კატეგორიულ ნაბიჯებს არ გადადგამს სააკაშვილის დასაბრუნებლად – უკრაინელი ექსპერტი

ალია ავტორი - ალია
18:54 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

უკრაინელი ექსპერტი, ანდრეი მისელიუკი ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის სააკაშვილის გამო ურთიერთობების გამწვავებას გამორიცხავს. მისი თქმით, ახლა უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილის თემა პირველხარისხოვანი არ არის. უკრაინელი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვარდების რევოლუციის განმეორების მიზნით ჩამოვიდა.

„სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით რა თქმა უნდა, იყო გეგმები, რომ „ვარდების რევოლუციის” რემეიკი მოხდებოდა, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა და ვითარება სხვაგვარად წარიმართა. უკრაინის პოლიტიკაში მას არაფერი ელოდა, რადგან სააკაშვილმა ვერ შეძლო ქართული სასწაულის უკრაინაში განმეორება. თავდაპირველად, როდესაც აღმოჩნდა, რომ ის საქართველოშია, მედიაში აჟიოტაჟის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ კიევმა მისი დაბრუნება უნდა მოითხოვოს, მაგრამ მე თავიდანვე ვთქვი, ოფიციალური კიევი განცხადებების დონეზე ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მას ღირსეულად მოეპყრონ, მაგრამ სხვა ძალისხმევას არ გამოიჩენს. უკრაინა კატეგორიულ ნაბიჯებს არ გადადგამს სააკაშვილის დასაბრუნებლად. არ გარისკავს, რომ ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობები გაიფუჭოს. მეორე მხრივ, რეალური ბერკეტებიც არ აქვს. ახლა შტატებისა და ევროპარლამენტარების შემდეგ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა განხილვის მთავარი თემა. იმ საკითხებზე, რომ სააკაშვილს არასათანადოდ ეპყრობიან მხოლოდ ომბუდსმენი და რამდენიმე დეპუტატი საუბრობს. ახლა უკრაინის პოლიტიკურ წრეები სააკაშვილი თემა პირველ ხარისხოვანი არ არის. ჩვენ ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს. საქართველოსა და უკრაინას შორის ცივი ურთიერთობები უკვე იყო, ახლა ოფიციალურ კიევსაც და თბილისსაც ამის განმეორება კატეგორიულად არ სურს. ორივე რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბუნებრივი მოკავშირეები არიან. ჩვენ საერთო მტერი გვყავს და სააკაშვილის გამო ურთიერთობების გამწვავება დაუშვებელია. ეს ესმით კიევშიც და თბილისშიც”, – განაცხადა ანდრეი მისელიუკმა.

წყარო: „imedinews.ge”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
სეო ოპტიმიზაცია
ახალი ამბები

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის?

14:07 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved