• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა“ – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
17:24 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ძალიან კმაყოფილი იმ გადაწყვეტილებით, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„რაც შეეხება მოწოდებას, რეალურად, ამ გადაწყვეტილების სულისკვეთება იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამისთვის სახელმწიფოს დაევალა გარკვეული მოქმედებების შესრულება და სააკაშვილის მიმართ იყო მოწოდება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ჩვენ გვიმტკიცებს, მათ შორის ვნახე გუშინ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომ თითქოს შიმშილობის შეწყვეტა არის მათი მიზანიც, თუმცა დღეს ვნახეთ რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ ხდება ძალადობა სააკაშვილზე, სააკაშვილს აქვს ტანსაცმელი შემოხეული. რეალურად, ცხადია, რომ ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა ამ კადრების გავრცელებით. ბუნებრივია, რომ ამის უკან მდგომი რეალური მიზანი ხელისუფლების არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა არათუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ეს ფორმა, ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს სააკაშვილმა პროტესტის ისედაც მძიმე ფორმა, რაც მას აქვს არჩეული და მისი დაკავების დღიდან შიმშილობს“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ საშუალება მიეცეს ალტერნატიულ კონსილიუმს მასთან შევიდეს.

„ასევე, ამ კადრებთან დაკავშირებით ხაზი უნდა გავუსვა და ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადავიყვანეთო, რეალურად მოხდა სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. მეთვრამეტე დაწესებულება არის სამკურნალო დაწესებულება, გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა. ცხადია, რომ ეს არის არაჰუმანიზმის, სიბოროტის წარმოუდგენელი გამოვლინება. იუსტიციის მინისტრმა შეეცადა ესაუბრა, რომ ისინი კონსტრუქციულები არიან და მეორე მხარე დესტრუქციული მოქმედებებით და განცხადებებით გამოირჩევა, რაც სრული აბსურდია. მოქმედებებში გამოიხატება, რა მიზნები გააჩნიათ მათ.  მიხეილ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა არის, რომ საშუალება მიეცეს ალტერნატიულ კონსილიუმს შევიდეს მასთან, ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები. გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, რომელმაც ძალიან დიდი ღვაწლი გასწია სააკაშვილის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ბუნებრივია და აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი მადლობა და პატივისცემა საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ და გვსურს მოვუწოდოთ უკრაინის სახალხო დამცველს, რომ კვლავ განახორციელოს ვიზიტი და მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი და მიადევნოს თვალი, როგორ ილახება მისი უფლებები ახლა უკვე გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს პასუხი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე და იყო კითხვები სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით და ნიშანდობლივია ევროკავშირის ელჩის ჰარცელის მიერ გაკეთებული განცხადება, მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილება, ასე რონ ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და დამატებით დეტალებს მოგახსენებთ მომავალში“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved