• რეკლამა
  • კონტაქტი
13:15, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი, ითქვა, რომ სადაც არის, უნდა იყოს დაცული და უმკურნალონ – ანა დოლიძე

ალია ავტორი - ალია
15:38 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა დაგვიანებული იყო. ამის შესახებ ანა დოლიძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„სტრასბურგისთვის დროებითი ღონისძიებების მიმართვასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილის ადვოკატებს მოვუწოდე 26 ოქტომბერს, ჩემს საკუთარ დაბადების დღეზე. სამწუხაროდ, ეს მიმართვა დაგვიანებულია. მათ ორი ან სამი კვირით დააგვიანეს. რომ არა ეს დაგვიანება, ის მტკივნეული პროცესები, რაც ბოლო დროს, მათ შორის გუშინ ვიხილეთ, აგვცდებოდა“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, სტრასბურგის განკარგულება მიმართვიდან 24 საათში მოვიდა.

„ამ განკარგულებამ ორი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. მან შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა სააკაშვილს. ეს დიდად რაიმე სიახლე არ არის, რადგან სასამართლო ჰუმანიტარული მიზნებით მოქმედებს. სხვა შემთხვევებშიც აქვს ეს გაკეთებული, მაგალითად მოლდოვაში, როდესაც პოლიტიკური პატიმრები შიმშილობდნენ. ეს არ არის შიმშილობის შინაარსზე მსჯელობა, ეს ჰუმანიტარული აქტია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი არ დაიზიანოს საქმის განხილვის დროს. რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას, სასამართლომ ბრძანა, რომ სადაც არის სააკაშვილი, იქ იყოს დაცული მისი ჯანმრთელობის უფლება და უსაფრთხოება და რომ ეს ინფორმაცია მუდმივად მიეწოდოს სტრასბურგის სასამართლოს 24 ნოემბრამდე. ამ შემთხვევაში სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არამედ ითქვა, რომ სადაც არის, უნდა იყოს დაცული, უნდა უმკურნალონ, როგორც აუცილებელია და უსაფრთხოებაც, თუნდაც ციხეში, დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved