• რეკლამა
  • კონტაქტი
12:34, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“ – ეს არის ვანო მერაბიშვილის სიტყვები“ – სოზარ სუბარი

ალია ავტორი - ალია
23:56 11-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის დაგეგმვისას ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ „საქართველოში ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“. ამის შესახებ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„2007 წლის 2 ნოემბერს იყო ძალიან დიდი მიტინგი და ასეთი დიდი შეკრება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველად იყო. 4 ნოემბერს მე მივდიოდი ვილნიუსში, UNICEF-ის ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ამიტომ ეჭვიც კი მქონდა და ვფიქრობდი, ხომ არ სჯობს დარჩენა, მაგრამ ვიზიტის გადადებაც უხერხული იყო. 2 ნოემბერს ყველაფერმა გაიარა მშვიდობიანად, ათობით ათასი კაცი იყო შეკრებილი, 3-სა და 4-ში დავრწმუნდი, რომ არაფერი წინ არ უდგას წასვლას. გაფრენის წინ დამირეკა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც მაშინ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო და შეხვედრა მთხოვა. მან მომიყვა, რომ ძალიან ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა გუბერნატორებთან, იქ იყო ზურაბ ადეიშვილიც, დათა ახალაიაც, რომელიც მაშინ ფორმალურად უმუშევარი იყო, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილიც და კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილიც. საუბარი იყო იმაზე, რომ მიტინგის ყველა მონაწილის ფოტოები არსებობს და ახლა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური ანგარიშსწორება – რაიონებიდან ჩამოსულებს იქვე რეგიონებში მივაკითხავთ; ვისაც ბიზნესი აქვს, კეზერაშვილი მოუვლის; დანარჩენებს დათა ახალაია და სპეცრაზმი. „საქართველოში ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“ – ეს არის ვანო მერაბიშვილის სიტყვები. მე დავურეკე მაია ქურციკიძეს და ვუთხარი, რომ ვერ მივდიოდი ვილნიუსში. მეორე დღიდან დაიწყო ამ გეგმის დეტალური შესრულება. გაფრთხილებული მყავდა ყველა თანამშრომელი, რომ ახლა ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და აღვწეროთ ყველაფერი. ამის უზარმაზარი არქივი არსებობდა, რომელიც უბრალოდ ჩამოწერეს და გაანადგურეს, როგორც უვარგისი მასალები. სხვათა შორის, „იმედის“ ყველა თანამშრომელი, ჟურნალისტი, ოპერატორი, დარაჯი მყავს დაკითხული. როცა უკვე 7 ნოემბერი მოხდა და უამრავი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, 4 ნოემბერს დილით დაწერილი დოკუმენტი გადავეცი ყველას, მათ შორის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს და საქართველოში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელ პიტერ სემნების“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თეგები: სოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved