დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 021 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 761 067 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 696 921, გარდაიცვალა 10 584 პაციენტი.
კომენტარები