პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს, თუმცა მისი განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნება მისი გადაყვანა პენიტენციური დაწესებულების კონტრაქტორ კლინიკაში.
პატიმარი არ საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას. ყველა პირობა აქვს იმისთვის, რათა პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვამ მის პრობლემას, თუკი ასეთი წარმოიშობა, მიხედოს და თუკი, ვერც ის დააკმაყოფილებს, რა საკვირველია, იმ შემთხვევაში იქნება განხილული სხვა კლინიკაში, კონტრაქტორ კლინიკაში გადაყვანა, – თქვა ვოლსკიმ.
კომენტარები