ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, მწვანე პასპორტების შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ შეეხება.
შეზღუდვა, ასევე არ გავრცელდება სასურსათო მაღაზიებს და სხვა ისეთ დაწესებულებებს, სადაც ადამიანს საბაზისო, საყოფაცხოვრებო სერვისების მიღება უწევს.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.
მწვანე სტატუსი აქვს პირს:
თუ ის ვაქცინირებულია სრულად;
ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
გადატანილი აქვს კორონავირუსი.
“მწვანე სტატუსი ექნება ყველა იმ პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი”, — განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები