თბილისი-დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.
არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო მიკროავტობუსის შეჩერება ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა. ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და მათგან არცერთი არ დაშავებულა.
გარდაცვლილი სოფელ არბოშიკის მკვიდრია.
კომენტარები