• რეკლამა
  • კონტაქტი
13:50, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც 2012 წელს იყო ხელისუფლების დათმობა გარდაუვალი, ახლაც მოხდება – სააკაშვილი მშიშარა ნაღდად არ არის” – დავით ნემსაძე

ალია ავტორი - ალია
20:39 11-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე.

– დათო, როგორ შეაფასებ საქართველოს  ბოლოდროინდელ პოლიტიკურ  მოვლენებს? რა იყო მიშა სააკაშვილის ჩამოსვლის რეალური მიზანი, რა ინფორმაცია გაქვს?

– სააკაშვილის ჩამოსვლის რეალური მიზანი იყო ქვეყანაში არეულობა. რასაც „ქოცები“ იძახიან, რომ სააკაშვილი მშიშარა კაციაო, მშიშარა ნაღდად არ არის. მშიშარა ის არის, ვინც მაგას იძახის სააკაშვილზე. სააკაშვილი არის კაცი, რომელიც ხელისუფლების მანიით არის შეპყრობილი. ეს სხვა და კიდევ უფრო მძიმე დაავადებაა, ვიდრე  ქრონიკული შიში.  ნეტავ, მართლა მშიშარა იყოს. 

მან ყველა  არალეგალური გზა იცის, რომლითაც ამა თუ იმ ქვეყნიდან შეიძლება საქართველოში შემოღწევა და აქედან გასვლა. შემოვიდა იმ გზით, რომელი გზითაც საქართველოში შემოდის ნარკოტიკი. ეს სააკაშვილმა კარგად იცოდა, იმ ჯგუფებმაც კარგად იცოდნენ, ვინც ის შემოიყვანეს საქართველოში და სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნების შემთხვევაში,  გარკვეულ სარგებელს ელიან.

პროცესში  ჩართული იყო რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის,  უკრაინაც. მისი ხელისუფლებაში დაბრუნება  აწყობთ უკრაინელ გლობალისტებს და აქეთკენ მიისწრაფვის დღეს უკრაინა. ეს ერთი მოცემულობაა. არსებობს სხვა რეალობა.

რა პოლიტიკური მოცემულობაა საქართველოში და როგორ  უყურებს დღეს საქართველოს მოსახლეობა სააკაშვილის პერსონას. ხალხი უყურებს, ხედავს,  რა მძიმე სოციალური ვითარებაა ქვეყანაში, როგორ მდიდრდება უსაშველოდ მოსახლეობის 10% დანარჩენი მოსახლების ხარჯზე, როგორ ხრავენ ბიუჯეტს ჩვენი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები. ეს და კიდევ ქვეყანაში გამეფებული მრავალი სახის უსამართლობა იყო ლაიტმოტივი, ფონი, რამაც მისცა სააკაშვილს იმის გამბედაობა, რომ შემოსულიყო  ქვეყანაში და „ნაცების“ გარდა, სხვა ხალხის მხარდაჭერის იმედიც ჰქონოდა.

თუ შემეკითხები იმას, რომ „ქართული ოცნება“ რამდენად ელოდა მის საქართველოში დაბრუნებას, ეს საუბრის სხვა თემა კი იქნება, მაგრამ ხელისუფლებისთვის მისი დაბრუნება საქართველოში იყო მოულოდნელი აქტი. დიახ, არ ელოდნენ ამას. კურიოზული ის იყო, საერთოდ არ იცოდნენ, სააკაშვილი საქართველოში იყო თუ არა შემოსული. „ქოცების“ ხელისუფლებას არ ჰყავს ქვეყნის ის სპეცსამსახური, რომელიც იზრუნებდა ქვეყნის სტაბილიზაციაზე. ამ შემთხვევაში, სააკაშვილის შემოსვლა რომ შევაფასოთ, სპეცსამსახურების მესვეურნი  ისე არიან შეპყრობილნი თავიანთი ძალაუფლებით, დარწმუნებულნი იყვნენ, მიშა არ იყო ის კაცი, რომელიც ჩამოვიდოდა საქართველოში და თავს დააჭერინებდა. რეალურად, ჩვენ ხომ არც პოლიცია გვყავს და არც სუს–ი. ვახტანგ გომელაური და გიორგი ლილუაშვილი, თავიანთი პოლიციითა და სუს–ით არიან ბიძინა ივანიშვილის ხაზინისა და მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების დამცველები. ამ საქმეს როდესაც მორჩებიან,  მერე თუ დრო მორჩათ, შეიძლება სახელმწიფო საქმეებისთვისაც მოიცალონ.

ჯერ კიდევ მიშას შემოსვლამდე იყო სუს–ი რეტდასხმული. „ნაცმოძრაობამ“ უამრავი საიდუმლო ფაილი გაუსაჯაროვა სუს–ს მისსავე არქივიდან და ამით დაგვანახა, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ სახლში ან ნებისმიერ სხვა ადგილას უფრო საიმედოდ შეიძლება შეინახოს, გადამალოს დავუშვათ, ტანკი, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოების მთავარმა სამსახურმა გრიფით „სრულიად საიდუმლო“ ფაილები. ეს იყო სუს–ის გაფარჩაკება. სუს–ი აგროვებდა ინფორმაციას ყველა აქტიურ პირზე და ფაქტიურად, იმ არასწორი რეფორმით, არსახელმწიფოებრივი მიდგომებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, აღმოჩნდა, რომ სუს–ში 80% დარჩა „ნაცმოძრაობის“ აგენტი. ლილუაშვილი და გომელაური საკუთარი კაბინეტის იქით ვერ იხედებიან და „კაბინეტის ვირთხებმა“ ვერ გაართვეს თავი პროცესების მართვას და სააკაშვილი აღმოჩნდა საქართველოში. …ცნობადი სახე ცოლს ვერ დაურეკავს და ვერ ჰკითხავს ისე, როგორი საცვალი უყიდოს, რომ ეს სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ. ასეთი გლობალური მოსმენა არის სირცხვილი. საბჭოთა კავშირის დროს, ასეთ ინფორმაციებს ფლობდნენ უბნის პოლიციის თანამშრომლები. ეს სახელმწიფო არ არის.

ბიძინა ივანიშვილს ეტყობა, სიამოვნებს იმის ცოდნა, ვისი ვიოლინო ვის როიალშია და მისთვის აგროვებენ ამდენ იდიოტურ, უსარგებლო ინფორმაციას. ამასობაში კი, ქვეყნის მთავარი ძებნილი შემოეპარათ და თავად რომ არ დაედო ვიდეოები, საქართველოში ვარო, ესენი ტყემალზე ისხდნენ. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ძალიან მძიმე.

როგორც 2012 წელს იყო ხელისუფლების დათმობა გარდაუვალი, ახლაც მოხდება. ხალხს უნდა ცვლილებები. არ მუშაობს ეს „ცოცხების პოლიტიკა“, არ მუშაობს „ახლა დავდგები და იმას გავაკეთებ, რაც  2012–13 წლებში უნდა გამეკეთებინა“. მაშინ რაც უნდა გაეკეთებინათ, ის უკვე გაკეთებული უნდა იყოს და ახლა 2021 წელია და სხვას უნდა აკეთებდნენ. იმას არავინ ამბობს, რომ ის კარგია, რაც იყო, მაგრამ უკეთესი რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? ვილაპარაკოთ, რა. რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს, თუ ჩემი  ერი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილზე მეტს არ იმსახურებს, მაინც და მაინც მისით უნდა ჩანაცვლდეს ბიძინა ივანიშვილი, კი, ბატონო, ყავდეს მიხეილ სააკაშვილი, პირდაპირ გეუბნები ამას, მომავალში კი მიხვდებიან, რას ნიშნავს რევანში და სისხლის მდინარეები ქვეყანაში…

თეგები: დავით ნემსაძელევან ჯავახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved