• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ამ წერილით შეურაცხყოფა მივაყენე ივანიშვილს, არ მოგერიდოთ შურისძიება დაკავებით, ცემით, ან მოკვლით” – ფადი ასლი პრემიერს

ალია ავტორი - ალია
15:31 11-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალური მდივნის  სპეციალური წარმომადგენელი  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ფადი ასლი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილით მიმართავს:

“ბ-ნო პრემიერ მინისტრო, 


„თვალყურს ვადევნებ რა ქვეყანაში შექმნილ შემაძრწუნებელ მდგომარეობას და ჩამაფიქრა რა ქვეყნის ძალიან საშიშმა პერსპექტივებმა, თავს ვალდებულად მივიჩნევ გულწრფელი წერილი მოგწეროთ; ეს ჩემი ვალია თქვენს წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩემი სინდისის წინაშე.

ისტორიული ექსკურსის გაკეთების შემდეგ,  სავაჭრო პალატის გენერალური მდივნის  სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მმართველობას განიხილავს, ღარიბაშვილს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს შეახსენებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის პერიოდი უდაოდ ყველაზე უარესია საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე უცხოელი ინვესტორებისთვის. ვერც კი ჩამოვთვლი რამდენი უცხოელი ინვესტორი იქნა შევიწროებული, მოტყუებული და რეკეტირებული თქვენი მთავრობის მიერ ან უბრალოდ ქვეყნიდან გაძევებული თქვენი უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფუძვლოდ გაუქმებული ბინადრობის მოწმობების საფუძველზე; 

უცხოელი ინვესტორების მიმართ თქვენი ქსენოფობიური პოლიტიკისა და მათდამი თქვენი მხრიდან საშინელი მოპყრობის გამო, თქვენი ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოს, როგორც უცხოელებისადმი კეთილგანწყობილისა და სტუმართმოყვარე ქვეყნის ათასწლოვანი რეპუტაცია გაანადგურეთ და აქციეთ სხვა არაფრად თუ არა მითად. 

იმ წუთიდან, რაც ხელისუფლებაში მოხვედით, თქვენ გაანადგურეთ ყველა ის ბიზნესი, რომელიც წინა მთავრობასთან იყო ასოცირებული, ამან კი ათასობით ადამიანის უმუშევრობა და ეკონომიკაზე დარტყმა გამოიწვია. ყოფილ ჩინოვნიკებს ბრალი ხელოვნურად შექმნილი ბრალდებების საფუძველზე წაუყენეთ და აიძულეთ ქვეყნიდან გაქცევა. 

თქვენმა მთავრობამ სრულად მოისყიდა სასამართლო და პროკურატურა, ხოლო მოსამართლეები და პროკურორები თქვენი და თქვენი მხარდამჭერების ინტერესების გამტარებელ მორჩილ მონებად აქცია. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ მიიტაცეთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის დიქტატურად აქციეთ…
თქვენი მთავრობის დროს, ნეპოტიზმმა ახალი სიმაღლეები დაიპყრო; ადმინისტრაციაში ათასობით გამოუსადეგარი თქვენი მხარდამჭერი ხალხი დაასაქმეთ, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ხელოვნურად ქმნით სამუშაო ადგილებს, ეს კი სახელმწიფო ბიუჯეტს უდიდეს ტვირთად აწვება, თუმცა დარწმუნებულნი ხართ, რომ ეს ხალხი და მათი ოჯახის წევრები ყოველთვის მისცემს თქვენს პარტიას ხმას. 

თქვენი მთავრობა ყოველდღე ატყუებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ რაც ყველაზე უფრო საშიშია, თქვენც მოატყუეთ რამოდენიმე შემთხვევაში აშშ და ევროპის ადმინისტრაციები, ვალდებულებებისა და დაპირებების შეუსრულებლობით, ამით კი საქართველოს სანდოობა მინიმუმამდე დაიყვანეთ.

თქვენი კოლეგები ყოველდღიურად კვებავენ და ამწვავებენ პოლარიზაციას ქვეყანაში, განსაკუთრებით მინდა ვახსენო თქვენი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ყოველი მისი გამოსვლით განხეთქილებას, უთანხმოებასა და სიძულვილს თესავს. 
როგორც ყველა დიქტატორს სწამს მტკიცედ, თქვენი პარტიის ხელმძღვანელობასაც ასევე სჯერა, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ იქნება. 

თქვენზე ბევრი წლით უფროსი ვარ და ვისწავლე, რომ ვერასდროს დადგებით იმაზე დაბლა ვიდრე სიმაღლეზე ყოფნისას და იმაზე მაღლა, ვიდრე ქვემოთ ყოფნისას. როდესაც მაღლა დგახართ, სამართლიანი უნდა იყოთ იმ ხალხის მიმართ, რომლებთანაც მოგიწევთ შეხვედრა გზად ზემოდან ქვემოთ.


მინდა შევეხო მესამე პრეზიდენტსაც, რომელიც ციხეში გამოკეტეთ. აქ არ განვიხილავ იმ საქმეებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არის აღძრული… 
თქვენი მთავრობის ლიდერებს კიდევ აქვთ უკანასკნელი შანსი მდგომარეობა გამოასწორონ, თავი გადაირჩინონ და ქვეყანაც გადაარჩინონ, ვიდრე ყველაფერი უკონტროლო გამხდარა. მხოლოდ დაუყოვნებლივ ეროვნულ შერიგებას შეუძლია შეაჩეროს საზოგადოების დეზინტეგრაცია, ძალადობა და ეკონომიკური კოლაფსი.


დაუყოვნებლივ გამოაცხადეთ საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია, გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მაშინაც კი თუ გწამთ, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ყოფილ მაღალჩინოსნებს მოუხსენით ბრალი, ხოლო დევნილ ყოფილ მაღალჩინოსნებს მიეცით ქვეყანაში დაუბრკოლებლად დაბრუნების საშუალება;

ეს ამნისტია ასევე შეეხება თქვენს მთავრობას იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინეთ თქვენი ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში, შურისძიებისა და კონტრ-შურისძიების ეს დაუსრულებელი ციკლი შეწყდება და ყველა პარტია საბოლოოდ შეძლებს ერთობლივად ქვეყნის კონსტრუქციულად შენებას. 

და ახლა თუ მე ამ წერილით შეურაცხყოფა მოგაყენეთ, შეურაცხყოფა მივაყენე ბ-ნ ივანიშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თქვენი პარტიის წევრებსა და თქვენს მხარდამჭერებს, არ მოგერიდოთ ჩემზე შურისძიება ისე, როგორც თქვენ ჩათვლით სწორად, გნებავთ ჩემი შევიწროვებით, ყალბი ბრალდებების საფუძველზე ჩემი დაკავებით, ქუჩაში ჩემი ცემით, ან ჩემი მოკვლით; გულწრფელად გითხრათ, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს.”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიფადი ასლი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved