• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კი ბატონო, იშიმშილონ! – თუ საფრთხე შეექმნება ვინმეს სიცოცხლეს სახელმწიფო მივა და გადაარჩენს იმ ადამიანს” – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
11:02 11-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ის პარლამენტის შენობაში ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად შიმშილობას იწყებს.

ამასთან, ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და განვლილ საარჩევნო პერიოდზე ისაუბრა და დასძინა, რომ ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება რეალურად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული არ არის.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნებამდე ის ორი თვე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული პერიპეტიები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის პოზიციები.

ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 27 რიცხვში გამართული მიტინგი. ნუ როგორც ამბობდნენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ეს იყო თანამოაზრეების შეკრება საქართველოს ყველა კუთხიდან, სადაც ქართველმა ხალხმა სრული ლეგიტიმაცია მისცა ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის მართვისთვის. გამოუცხადა აი, იმ ტაშით, იმ “ჯიგარი ხარ ირაკლი”, რომ უყვიროდნენ. ესეთი ფორმა ჰქონდა ხალხს თავის პრემიერთან, რომ ის იყო მათი პოლიტიკის ნაწილი და მას გამოუცხადეს ლეგიტიმაცია.

ამას მოყვა მეორე დღეს არჩევნების დღე და 30 ოქტომბერს ღამე გაირკვა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად, მე ვერ ვიტყვი ახლა, რომ ფანტასტიკური შედეგი დადო იმიტომ, რომ მთლიანობაში 46% პარტიისთვის, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით არ არის სრული გამარჯვება. ჩვენ ვიცით, რომ 50+1 ხმა არის სრული გამარჯვება, მაგრამ როგორც თვითონ ამბობენ შარლ მიშელის დოკუმენტთან 43% შედარებით არ იყო ეს ცუდი შედეგი ასე, რომ ვთქვათ. გარდა ამისა დედაქალაქმა გამოხატა თავისი ნება და არავის მისცა ნება დაეჩაგრათ ადამიანი, რომელიც სახეა დღევანდელი პოლიტიკის.

აქედან გამომდინარე, რაც მოჰყვა ამ ყველაფერს და მე ვიცი, რა ხდებოდა სამეგრელოში, ზუგდიდში და განსაკუთრებით სენაკში. სენაკში ხმები, რომ დაითვალეს და პირველი ოქმები, რომ წამივიდა ნაყოფიამ სენაკი საერთოდ დატოვა და წამოვიდა. მიატოვა და არც დაელოდა ბოლო შედეგებს. ასე, რომ მათ, თვითონ მანამდეც იცოდნენ, თუ რა შედეგი დაიდებოდა და მანამდეც ჟღერდა, იქნებ სამეგრელოდან დავიწყოთ და იქედან წამოვიდეს, იქნებ ბათუმიდან დავიწყოთ და ბათუმიდან წამოვიდეს, ანუ მათ იცოდნენ, რომ ეს შედეგი არ დაიდებოდა. ასე, რომ არჩევნების შედეგი იმასთან რაც დღეს ხდება არ იყო დაკავშირებული.

ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ აი, ეს არის მთავარი. გამოდის მიხეილ სააკაშვილი აკეთებს პირდაპირ მოწოდებას, რომ უნდა მოხდეს რევოლუცია, უნდა გამოიყვანონ ძალისმიერი ძალით ციხიდან, უნდა დაიხსნან, რაღაცა ქაჯეთის ციხიდან. მინდა კიდევ ერთი რამ ვთქვა. შიმშილობა ჯერ ერთი ეს არის პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. ამას ვერც ჩვენ ავუკრძალავთ, ვერც თანამოაზრეები და სახელმწიფო მით უმეტეს ვერ ჩაერევა.

ეს არის მათი პოლიტიკური დამოკიდებულების გამოხატულება. კი ბატონო, იშიმშილონ და თუ საფრთხე შეექმნება ვინმეს სიცოცხლეს სახელმწიფო მივა და გადაარჩენს იმ ადამიანს. იმ მომენტში დგება მისი ვალდებულება, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ და მანამდე, ახლა მაპატიეთ, რამდენი პატიმარი იყო მიშას დროს პირი, რომ ამოიკერა. ხომ გახსოვთ ეს ფაქტები. ეს არის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა და მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს იყოს განხილვის საგანი, მით უმეტეს ახლა ელენე ხოშტარიას გახდომა თუ მოუნდა და პარლამენტის შენობაში იქ კარგ პირობებში ალბათ, გათბობაც არის ჩართული და…

აი, გაბაშვილის და სხვების განცხადებები პირდაპირ არის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ დემოკრატიის გზით და მოვაწყოთ მაიდანი. მაიდანი რა იყო ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. ისინი აცხადებენ და აანონსებენ რევოლუციას და ეს არის თურმე დემოკრატიის გამოხატულება, თუ შენ ამათ მისცემ იმის უფლება, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ. ისინი არაფერს ეკითხებიან საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც ათასობით გამოვიდა ქუჩაში იმისთვის, რომ სტაბილურობა იყოს დაცული და იმისთვის, რომ სიმშვიდე იყოს ქვეყანაში დაცული.

ვფიქრობ, რომ რაღაცა ისეთ ნაბიჯზე უნდა შევთანხმდეთ, რომელიც სამომავლოდ ყველას ერთად გვექნება გასავლელი. თუ ჩვენ გამოვუცხადებთ ლეგიტიმაცია ღარიბაშვილს, დავუდექით გვერდში და ვუთხარით, რომ შენ სწორი თეზისებით გამოხვედი, ანუ მან, რომ თქვა, “სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოვა,” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ჩვენ სახელმწიფოს არ ვმართავთ,” ანუ არ იქნება კოალიციური მთავრობა. გამოვიდა და თქვა ტაში დავუკარით და ხელი მოვაწერეთ მასთან ხელშეკრულებას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზით. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს გადაარჩენს. მე მომწონს “ქართული ოცნება”, იქ შიგნით ვიღაცები მომწონს ან არ მომწონს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთან გამოიკვეთა პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ ეტაპზე აკეთებს სწორ აქცენტს,” – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved