საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრისმა ქვეყანაში ახალი რეგულაციები დააანონსა, რომლებიც ავარაქცინირებულ მოქალაქეებს შეეხება. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს.
მისი ცნობით, ამის მიზეზი COVID-19-ის გავრცელების მზარდი მაჩვენებლებია.
ახალი წესების მიხედვით, რომლებიც 6 ნოემბრიდან ამოქმედდება, არავაქცინირებულ მუშაკებს როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში, კორონავირუსზე კვირაში ორი ტესტის გავლა მოუწევთ.
ასევე, არავაქცინირებულ პირებს კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის ჩვენება მოეთხოვებათ ბანკებში, სახელმწიფო უწყებებში, სილამაზის სალონებში მოსახვედრად. ეს წესი ჯერ არ გავრცელდება სასურსათო მაღაზიებისა და რელიგიური შენობების არავაქცინირებულ ვიზიტორებზე.
საბერძნეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში სრულად მოსახლეობის 60,5%, ანუ დაახლოებით 11 მილიონი მოქალაქე არის აცრილი.
კომენტარები