• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმხელა ჭირია უკვე ,,ოცნება” ამ ქვეყნისთვის, რომ ყველა გავერთიანდით ამ ჭირთან საბრძოლველად” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:34 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

,,კი უნდათ რომ ყველა ერთ პარტიას შეაზილონ, მაგრამ ,,ოცნების” წინააღმდეგ არ იბრძვის მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობა”, იმხელა ჭირია უკვე ,,ოცნება” ამ ქვეყნისთვის, რომ ყველა გავერთიანდით ამ ჭირთან საბრძოლველად” – ასე აფასებს ტელეკომპანია ,,კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, გადაცემა ,,რეაქციაში” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. 

ჯანგირაშვილის თქმით, არჩევნების პირველმა და მეორე ტურმა დაანახა საზოგადოებას, რომ ,,ოცნება” არის წაგებული და ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რომლებიც მათ არჩევნებზე დადეს. 

,,ჩვენ მაჟორიტარები დაგვავიწყდა, სამეგრელოში და ჩხოროწყუში ძალიან ბევრი ,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი, რომელმაც მოუგო ,,ოცნებას” და რეალურად ადმინისტრაციული რესურსის და გაყალბების გარეშე რომ ავიღოთ ხმები, არ ექნება ბევრად მეტი ხმა ,,ოცნებას” ,,ნაციონალურ მოძრაობაზე”, – განაცხადა ჯანგირაშვილმა. 

მისივე თქმით, დღეს ძალიან რთულია იბრძოლო ,,ქართულ ოცნებასთან” რაღაც კონკრეტულად გაწერილი გეგმით, რადგანაც სახელისუფლებო გუნდი არის უკონტროლო და ძალიან რთულია გაიგო რასთან გაქვს რეალურად შეხება. მისივე შეფასებით, ოპოზიციის გეგმა, რომ თბილისში გაიმართოს ფართომასშტაბიანი აქცია არის გაუმართლებელი, რადგანაც რეგიონებში უნდა ხდებოდეს პროცესების გადატანა. 

,,ოცნება” არსად არ არის, ვერ იგებ ვისთან გაქვს საქმე, ამიტომ ძალიან რთულია ვინმემ დადოს რაიმე გეგმა. დიდი ხანია ვიცით, რომ ,,ოცნებას” მხარს არ უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა, მაგრამ ამ ძალას უკავია ხელში აბსოლუტურად მართვის ყველა ბერკეტი და ერთი წალენჯიხა გვიხარია სადაც ხალხმა გამოტყავა ხელში ეს ყველაფერი. არ გვანან ისინი გამარჯვებულებს, რადგანაც კარგად იციან, როგორ მოიპარეს ეს არჩევნები. რასაც ,,ოცნება” გვიბედავს ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე. ჩვენ უნდა გამოვიდეთ სტანდარტული კლიშეებიდან, მე მცდარ გზად მიმაჩნია ოპოზიციის გზა, რომ აქ უნდა ჩამოვიდეს ვინმე, მე ეს არ მესმის. დუღს რეგიონები და ჩვენ ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში, ბათუმში ლიდერების თანავარსკვლავედი დაგვებადა, ამას გვერდი არ უნდა ავუაროთ, ჩვენ უნდა ვდუღდეთ ყველგან და ,,ოცნებას” არ უნდა დაედგომებოდეს არსად, აფრინდება იმედის დრონი მარსზე და იქიდან დაითვლიან თბილისში მდგომებს თავებს”, – განაცხადა ჯანგირაშვილმა. 

წყარო: ,,ნიუპოსტი”

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved