• რეკლამა
  • კონტაქტი
23:44, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივმართავ ჩვენ მეგობარ ელჩებს, აკრედიტირებულ დიპ.კორპუსს” – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
14:31 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:

“დიდი პატივისცემით მივმართავ (როგორც დეპუტატი), ჩვენს მეგობარ ელჩებს აკრედიტირებულ დიპ.კორპუსს, რომლებთანაც, არაერთი შეხვედრა მქონდა, ოფიციალური წერილიც გადავეცი და დავუგზავნეთ, სადაც ევროპული კონვენციის მე-6- ე მუხლის (თანახმად) ამუშავებას ვითხოვთ, რომ ” მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანი მართლმსაჯულების გამოყენების უფლება”.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დასავლელ მეგობარს გულისხმიერი გამოხმაურებისთვის. ახლა, ასეთი ვითარებაა ძვირფასო მეგობრებო და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებო! წამზომი ჩართულია, ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია, მისი განადგურება დიდი სირცხვილი, სამომავლოდ დიდი ტვირთი და გამოუსწორებელი შეცდომა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ის რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტია და დღეს ის რუსეთზე მომუშავე, რუსეთის “მოსამსახურე” ხელისუფლების ციხეშია, ეს მოსალოდნელ უბედურებას ნიშნავს.ვითვალისწინებ ეტიკეტს და ეთიკურ ნორმებს და ვიცი რა რთულია ამ ვითარებაში მოქმედება, მითუმეტეს როცა ყველამ ვიცით რომ საქართველოში კლანური, არარეფორმირებული, მახინჯი სამართლებრივი სისტემაა (რაზეც არაერთხელ ყველას გვისაუბრია, მაღალი ტრიბუნიდან თუ ისე) ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ჩვენო მეგობრებო, რომ არ დაიშუროთ ძალისხმევა, რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის დასახმარებლად, ამას საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მე თავად სააკაშვილის მმართველობის დროს ოპოზიციაში ვიყავი, არ მომწონდა მართლმსაჯულების სისტემა, თორემ სახელმწიფო ინსტიტუციების -დასავლური ღირებულებების კუთხით, ქვეყნის აღმშენებლობის თვალსაზრისით უბადლო ლიდერი-ხელმძღვანელი იყო ის , მან განადგურებული, ჩაბნელებული (პირდაპირი მნიშვნელობით -უშუქობა- უპურობა- შეიარაღებული ბანდიტები ქუჩებში) ქვეყანა ჩაიბარა.

პოსტ საბჭოურ, ნაომარ ქვეყანაში ყველა პრეზიდენტს გაუჭირდა უცბად სამართლებრივი სისტემის რეფორმა და ამით (მიზანმიმართულად) რუსეთის უშიშროების მიერ ” სტრუქტურებში ჩატოვებული” აგენტურა ყოველთვის თავის საქმეს “იუველირულად” ასრულებდა ქართული დამოუკიდებელი საქართველოს და მისი პრეზიდენტების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა განსაკუთრებული ბრძოლა მიხეილ სააკაშვილს გამოუცხადეს და იმასაც კი ბედავდნენ და აბრალებდნენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყოო, რაც რა თქმა უნდა სიცრუე იყო (და ყოველთვის ვამბობდი რომ სიცრუე იყო, მაშინაც 2008 წლიდან ხმამაღლა ვამბობდი, ყველა გამოსვლაში ტვ ეთერში, რომ ეს სიცრუე გახლდათ) და აი ჭეშმარიტება ბატონებო: სტრასბურგის საბოლოო დასკვნაც დაიდო , რომ “საქართველოს ომი არ დაუწყია”, ამ ომისთვის რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა ამის შესახებ თავად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა :”2006 წლიდან ვემზადებოდითო”, საერთოდაც მრავალი წელია გვავიწროვებს ეს ჩრ ” მეზობელი”, ხან აფხაზეთში უმოწყალოდ დაგვბომბა ( ხალხი გადაჰკიდა ერთმანეთს)და წაგვართვა, ხან შუა რუსთაველზე აგვჩეხა ნიჩბებით 1989 წელს, ხან 2008 წელს სამაჩაბლო დაბომბა- აწამეს ხალხი…..

აი აქ არის, როგორც იტყვიან “ძაღლის თავი ჩამარხული” აი აქ არის სიმართლე…. მომიტევეთ, სიტყვას აღარ გავაგრძელებ, დასასრულს გეტყვით მხოლოდ ერთს : საქართველო ყოველთვის თავისი კულტუროლოგიით, ღირებულებებით ძირძველი ევროპა იყო, ის უთუოდ ბრწყინვალე-ღირსეული პარტნიორი იქნება სამომავლოდ დასავლური ოჯახის, ცოტა “გაგვიჭირდა” ამ დამოუკიდებლობის გზაზე, ამ ლამაზ ქვეყანას დიდი ბრძოლა გამოუცხადა, ” დიდმა და ბოროტმა იმპერიამ”, არ მიგვატოვოთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას, საქართველოს გადარჩენა რეფორმირებული, სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემაშია, რომლის გამოყენების საშუალებაც უნდა მიეცეს რუსეთის მიერ დევნილ მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის სიცოცხლეც ახლა საფრთხეშია!

პატივისცემით მოგმართავთ თქვენი მეგობარი-დამოუკიდებელი დეპუტატი პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თამარ ჩარკვიანი, თქვენი თანადგომის იმედით.”

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved