• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თავში ჭკუა რომ ჰქონდეს, ღირსება რომ გააჩნდეს, შეჭამდა და მშვიდად მოიხდიდა სასჯელს“ – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
00:12 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

„კავკასიის სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

„წავიკითხე ციხიდან გამოგზავნილი მორიგი წერილი… სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებს თანამოაზრეებს, რომ უარი თქვან პარლამენტში მუშაობაზე, მოაწყონ რევოლუცია და ხალხის რისხვის ძალით გახსნან საპატიმროს კარი.

რამდენიმე საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება:

1. რევოლუციასა და სახალხო მღელვარებაზე საუბრის დროს პატიმარი მისაბაძ მაგალითებად უკრაინასა და სომხეთს ასახელებს, ცდილობს პარალელების გავლებას საქართველოში შექმნილ დღევანდელ სიტუაციასა და პაშინიანის ბრძოლას შორის, ჩვენს სიტუაციასა და იანუკოვიჩის დამხობას შორის. ცხადია, ამ წერილში ის არ აღნიშნავს, რომ:

ა) პაშინიანს რევოლუციამდე ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება არ ჰქონია და ვერტიკალის სათავეში მუშაობის დროს დაგროვებული ცოდვები, სისასტიკეები არ უმძიმებდა მხრებს. მას ხალხი ქოჩარიანისა და სარქისიანის ხელისუფლებებთან მებრძოლ, მუდმივად უმცირესობაში მყოფ ოპოზიციონერად იცნობდა. ის იყო პატიოსანი, ზურგჩანთიანი “უბრალო კაცი”, რომელიც შიშველი ხელებით ცდილობდა გზის გაკაფვას. პაშინიანს სისხლიანი შლეიფი და სიმდიდრე რომ ჰქონოდა, შორს ვერ წავიდოდა. ოპოზიციონერი სააკაშვილი ოპოზიციონერ პაშინიანს მისხალითაც არ ჰგავს.

ბ) იანუკოვიჩი 20 წელზე მეტი ასპარეზობდა უკრაინის პოლიტიკურ ველზე, ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში ის არ უყვარდათ, მასში ეჭვი ეპარებოდათ, მას ებრძოდნენ, მაგრამ იტანდნენ. მოთმინების ფიალა აივსო მას შემდეგ, რაც მან ღიად აქცია ზურგი ევროკავშირს და უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. “ქართული ოცნება” დღევანდელი მონაცემებით არ აპირებს ზურგის შექცევას ევროპული თანამეგობრობისთვის, არც ოფიციალური კავშირების დემონსტრაციულად გაწყვეტას გეგმავს, ქოცების მიერ ანა ფოტიგას კრიტიკასა და მარინა კალიურანდის ლანძღვას ხალხი ცივილიზაციური არჩევანის ღალატად არ აღიქვამს . შესაბამისად, საქართველოში დღეს არც იმგვარი მუხტი არსებობს, რამაც ათასები იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამოიყვანა.

ამასთანავე, ცხადია, დიდი აღფრთოვანებითა და სიყვარულით უნდა გავიხსენოთ “ევრომაიდნის” მოვლენებში მონაწილე რიგითი მოქალაქეების თავგანწირვა, ოღონდ განსაკუთრებული სიფრთხილეც გვმართებს ამ ბრძოლის თაობაზე მსჯელობისას, მას ხომ ყირიმის ანექსია და ომი მოჰყვა… გაუგონარი, ცინიკური და შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედება რუსეთის მხრიდან!

მოკლედ, სააკაშვილი ციხეშიც ზის და “ტყემალზეც”, ან დემაგოგიასა და იაფფასიან პოპულიზმთან გვაქვს საქმე. ქვეყანაში რევოლუცია ბიძინას ქვეშევრდომების გაგდებისა და მიშას ქვეშევრდომების მოსვლის ლოზუნგით არ მოხდება (თუ არ ჩამოიშალა ოცნება), სხვა წინაპირობები და ორგანიზატორები სჭირდება დიდ ამბავს.

2. რა შეუძლია ოპოზიციას პარლამენტში?

პოლიტიკური განცხადებები, სამთავრობო საათი, საკომიტეტო მოსმენები, ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივები, საბიუჯეტო განხილვები არის შესანიშნავი საშუალება ხელისუფლების დელეგიტიმაციისა და საკუთარი უპირობო უპირატესობის წარმოჩენისთვის. ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხარ ჩართული საპარლამენტო მუშაობაში და დარგების მიხედვით, ბეჯითად შრომობ სამთავრობო ნაკლოვანებების მხილებისთვის. კარგად მომუშავე ერთ ფრაქციას ათი მიტინგისა და ათი შიმშილობის საქმის გაკეთება შეუძლია…

მაგრამ ეზარებათ და კომპეტენციაც არ ჰყოფნით. უნდა ეხლა გუბოზ სანიკიძეს მუშაობა? იყო ქუთაისის მაჟორიტარი, კომიტეტის თავმჯდომარე და ეძინა ხოლმე… უნდა მულტიმილიარდერ მამუკა ხაზარაძეს მუშაობა პარლამენტში? კაცი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მშიერ ხალხს სამხრეთ პოლუსზე თავისი “გულაობის” ამბით აწონებდა თავს, პოლიტიკურად ვერ აზროვნებს! არ სჯობს მათი შრომის ნაცვლად საწყალმა აქტივისტებმა ათიონ ღამეები აყროლებულ კარვებში … თან რა იმუშავებს 2024 წლამდე! დღეს, აქ, ახლა მთელი ძალაუფლება, ნებისმიერ ფასად! ეს არის მათი დევიზი!

აქვე, პარლამენტიდან მთელი ოპოზიცია არ გამოვა, სატელიტები და უბრალოდ, კარგი ხელფასისა თუ მაღალი სტატუსის მოყვარულები უკვე ბლომად არიან.

მოკლედ, პარლამენტის ბოიკოტის იდეა არის იდიოტური იდეა, რომელიც შედეგს არ მოიტანს, მხოლოდ უსაქმურობასა და დესტრუქციას გაუხსნის გზას.

—

თავში ჭკუა რომ ჰქონდეს, ღირსება რომ გააჩნდეს, შეჭამდა და მშვიდად მოიხდიდა სასჯელს, თავის პარტიას გაათავისუფლებდა თავისივე პოლიტიკური ლეშისგან და განახლების შანსს მისცემდა.“

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved