• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე – ქილერი ნათესავმა ამოიცნო

ალია ავტორი - ალია
16:55 11-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ ხანგოშვილი კრემლის დაკვეთით მოკლეს. უკანასკნელ სხდომაზე, უკრაინიდან ჩასულმა მოწმემ, ქილერში საკუთარი ნათესავი ვადიმ კრასიკოვი ამოიცნო. ასევე, მან ივარაუდა, რომ კრასიკოვი რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელია. ამ მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენების დეტალების შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ იუწყება. მოწმე-უკრაინელი ბიზნესმენი ალექსანდრ ვ. აცხადებს, რომ ვადიმ კრასიკოვის ცოლის დაზეა დაქორწინებული. დები წარმოშობით უკრაინიდან არიან, თუმცა ბოლო წლებში კრასიკოვი და მისი ცოლი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, უკრაინაში მყოფ ნათესავებს კი დროდადრო სტუმრობდნენ. რამდენიმე თვის წინ, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კრასიკოვის ცოლის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, სადაც არაერთი ოჯახური ფოტო სურათი იპოვეს. ამგვარად მათ კრასიკოვის იდენტიფიკაცია მოახდინეს და გერმანელ კოლეგებს დაეხმარნენ. უკრაინელმა ბიზნესმენმა ალექსანდრ ვ.-მ პირველად გერმანულ სასამართლოში ჩვენება 2021 წლის ივლისში მისცა. მაშინ ის აცხადებდა, რომ  ბრალდებულის ვინაობასთან დაკავშირებით დარწმუნებული არ იყო, მან მაშინ კითხვებზე პირდაპირი პასუხი არ გასცა. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ  ასე მხოლოდ თავისი და ოჯახის უსაფრთხოების რისკების გამო მოიქცა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მოწმის ჩვენება

33 წლის, ეთნიკური ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში, ტირგარტენის პარკში მოკლეს. მასზე თავდასხმა წლების წინ საქართველოშიც მოხდა, რის მერეც ის უკრაინაში გადასახლდა, მოგვიანებით კი გერმანიაში თავშესაფარი მიიღო. ხანგოშვილს, ბერლინის პარკში, მამაკაცმა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ორჯერ ესროლა და ადგილზე მოკლა. მამაკაცმა მტკიცებულებების განადგურების მიზნით ველოსიპედი და მაყუჩიანი პისტოლეტი მდინარეში გადააგდო, თუმცა რამდენიმე წუთში ის დააკავეს. მას თან ჰქონდა რუსეთის მოქალაქის პასპორტი ვადიმ სოკოლოვის სახელზე.  მალევე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული. ისიც და რუსეთიც ხელისუფლება დღემდე უარყოფს ამ ვინაობის არსებობას და შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას. ბრალდებულის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი ვადიმ ს.-ა, როგორც ეს მის პასპორტში მითითებული, რომლითაც ის მოსკოვიდან პარიზში 2019 წლის აგვისტოში ჩავიდა, გაიარა სასაზღვრო კონტროლი, გაემართა ვარშავაში და იქიდან კი  ბერლინში. ისინი ირწმუნებიან, რომ ვადიმ ს. რუსეთის რიგითი მოქალაქეა, რომელიც ევროპაში ტურისტული მიზნებით ჩავიდა და მკვლელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. გერმანიის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ქილერი  ვადიმ კ. არის და ის პროფესიონალი მკვლელია, რომელიც არა საკუთარი ინიციატივით, არამედ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დავალებით მოქმედებდა.

ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გერმანულმა სასამართლომ, მათ შორის, მოწმეებზე დაყრდნობით დაამტკიცოს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ დაქირავებული ქილერი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც  ევროკავშირის ტერიტორიაზე ყალბი საბუთებით შევიდა და ის არ არის რიგითი ტურისტი ვადიმ სოკოლოვი. ამ საქმის დეტალების გარკვევას და სიმართლის დამტკიცებას გერმანიის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან თვლის, რომ სახელმწიფოს დაკვეთით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა აბსოლუტურად მიუღებელია.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სრულფასოვნად იმის  დადგენა, იყო თუ არა მკვლელობა ორგანიზებული და დაგეგმილი უცხოეთში და იყო თუ არა ეს უცხოური სპეცსამსახურების სპეცოპერაცია. ამ ვერსიის სასარგებლოდ მტკიცებულებები შეაგროვეს არა მხოლოდ ბერლინის და გერმანიის გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა. სამხილები აღმოაჩინეს გავლენიანმა გამოცემებმა Der Spiegel, Bellingcat და The Insider. აქედან გამომდინარე, 2021 წლის მარტში გერმანულ სასამართლოში ჩვენება მისცა Bellingcat-ის წარმომადგენელმაც. მალევე კრემლმა Bellingcat-ი და მისი რუსულენოვანი პარტნიორი გამოცემა The Insider-ი „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ, მედიის დევნის ფარგლებში, პუტინის ხელისუფლებამ თითქმის ყველა დამოუკიდებელი რესურსი „უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადა და სერიოზული შეზღუდვები დაუწესა. The Insider-ის მთავარ რედაქტორს რომან დობროხოტოვს რუსეთიდან გაქცევა მოუწია, ის რუსმა სამართალდამცველებმა საშიშ ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბერში პუტინმა, პრესკონფერენციის დროს, ზელიმხან ხანგოშვილს „სისხლიანი მკვლელი“ უწოდა, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, ფაქტია, სანამ ხანგოშვილი ცოცხალი იყო, მისი  ოფიციალური ექსტრადიციის მოთხოვნით ბერლინისთვის მოსკოვს არასოდეს მიუმართავს. როგორც ჩანს, ბარბაროსული მმართველობის სტილს მიჩვეულ პუტინს ერჩივნა პირდაპირ ლიკვიდაციის ბრძანება გაეცა და არა ცივილური მეთოდებით ემოქმედა. თუმცა, ვინაიდან ყველა სამხილი კრემლის დანაშაულებრივი ბრძანებებით ორგანიზებულ მკვლელობაზე მეტყველებს, არ არის შორი ის დღე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ამ საქმეზეც ოფიციალური მკვლელის სტატუსს მიიღებს.

გიორგი რატიანი

თეგები: ზელიმხან ხანგოშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved