• რეკლამა
  • კონტაქტი
05:14, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს ჩოელ კიუ ვანგს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
13:38 11-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს ჩოელ კიუ ვანგს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, გენერალური პროკურორის მოადგილეები ბაკურ აბულაძე და ნათია მერებაშვილი,ევროჯასთში მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გიორგი გოგაძე, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი ჰან მორაალი, ასოციაციის უფროსი ასისტენტი ჰეჯინ ლისი და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.        

შეხვედრაზე, თბილისში 2022 წელს დაგეგმილი, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური კონფერენციის შინაარსობრივი და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.

აღნიშნულ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით დელეგატი დაესწრება. საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნის პროკურორებს შორის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების და სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე სიახლეების გაცნობისთვის.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის დაგეგმვის და მომზადების კუთხით. ასევე, მან მადლობა გადაუხადა გენერალურ პროკურორს კარგად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრისთვის.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის თქმით, კონფერენცია ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაიდო კოვიდ პანდემიის გამო და უმნიშვნელოვანესია, რომ მომავალ წელს თბილისში კარგად ორგანიზებული კონფერენცია გაიმართოს.

„მიმაჩნია რომ საქართველო კარგი მაგალითია ქვეყნის, რომელმაც პროკურორთა დამოუკიდებელი საბჭოს და კონსტიტუციის მეშვეობით შეძლო დამოუკიდებელი პროკურატურის ფორმირება და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი განხილვის თემა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე მომდევნო წელს თბილისში’’ – აღნიშნა ჰან მორაალმა.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) 1995 წელს დაარსდა და პროკურორთა ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 171 ქვეყნის 183 ორგანიზაციულ წევრს და 3000 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved