• რეკლამა
  • კონტაქტი
12:45, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხვალ, აქციაზე, ნეტავ, “ოცნება” ამას შეძლებდეს…” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:13 10-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

დამოუკიდებელი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

“შერიგება არ ხდება ცალმხრივად!
რეჟიმის სისასტიკის დავიწყება შეუძლებელია; უმართლებთ ერთეულებს, რომლებიც დროულად გამოდიან მოძალადის მხრიდან ფსიქოლოგიური დასახიჩრების მდგომარეობიდან, ტრავმირებული ადამიანების უმრავლესობა კი ქრონიკული სიძულვილით და შურისძიების გრძნობით, თავისდა უნებურად იშანთავს საკუთარ სულს და იმწარებს დარჩენილ ცხოვრებას.
ამ ფონზე შერიგება ვერ მოხდება ცალმხრივად!

ვფიქრობ, საკითხს სისტემურად უნდა მივუდგეთ; კარგი იქნება, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ხელისუფლების და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი ისტორიკოსები და სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტები.
პერსონიფიცირების გარეშე უნდა შეფასდეს მოვლენა, რომელსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი სააკაშვილის რეჟიმის დროს: ეს იყო ფაქტიურად, სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის სახელმწიფო მმართველობის ინსტრუმენტად ქცევა, ექსპერიმენტი, რომელმაც საზოგადოების ნაწილი მოკლა, ნაწილი ფიზიკურად, ნაწილიც სულიერად დაასახიჩრა. პარალელურად კონფორმისტების არმიასთან ერთად ჩამოაყალიბა ავტორიტარული პიროვნების კულტის მიმდევრების დიდი პლასტი, რომლის წევრებიც აგრესიულად არიან განწყობილნი განსხვავებული აზრისადმი, უარყოფის მექანიზმებით, ბელადის ბრმა განდიდებით და ბელადის ნაკლის კატეგორიული ვერდანახვით და უარყოფით.

საქართველოში, ბუნებრივად თუ ხელოვნურად, სასტიკი სოციალური ექსპერიმენტი შედგა, შედეგად, 2012 წელს, ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ექსპერიმენტი ლატენტურად მაინც გაგრძელდა, ბოლო 9 წელი ნერვებისა და შიდა ომის რეჟიმში ფუნქციონირებს ქართული სახელმწიფო და საზოგადოება, რითაც სასტიკი სისწრაფით შორდება ქრისტიანულ და ეროვნულ იდეალებს, ისევე, როგორც აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, და ამაზე ფიქრის დროც კი არ რჩება!!!

ოცნების ხელისუფლება ნებსით თუ უნებლიედ, მიჰყვება ფსიქოტურ დღის რეჟიმს, რომელსაც ნაციონალურ-სააკაშვილისეული დესტრუქციული პოლიტიკური ბირთვი ქმნის.

30 ოქტომბერს, სხვა რა გზა აქვს საზოგადოების თუნდაც განაწყენებულ, თუნდაც იმედგაცრუებულ ნაწილს; წავა და მისცემს ხმას ოცნებას, ახლა ხომ მართლა არაა კინკლაობის დრო! კი, დიდწილად გაიმარჯვებს “ოცნება”, მაგრამ, 30 ოქტომბრის მერე გათენდება 31 ოქტომბერი, მერე მოვა 7 ნოემბერიც, 23-იც…ვერ დააწყნარებს ქვეყანას “ოცნების” გამარჯვება, თუ “ოცნებამ” არ დააცხრო საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია, და უმრავლესობის, ანუ საკუთარი მომხრეების ინტერესების გათვალისწინებით, თუ არ შექმნა ფართო შემადგენლობის სახელმწიფო კომისია, რომლის მუშაობის შედეგებიც გამოაჩენს, ქვეყანას შემდეგ “შერიგების კომისია” დასჭირდება თუ “ქართული ნიურნბერგი” პერსონიფიცირების გარეშე. (კონკრეტული დანაშაულის გამოძიება და პერსონალური მსჯავრის დადება ეს საგამოძიებო სტრუქტურების და სასამართლოს პრეროგატივაა).

ხვალ, აქციაზე, “ოცნება” რომ ასეთი კომისიის შექმნას გამოაცხადებდეს, ან არჩევნებამდე დადებდეს პირობას, რომ მოხდება სააკაშვილის რეჟიმის შ ე ფ ა ს ე ბ ა და ს ა ხ ე ლ დ ე ბ ა, ანუ, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი… ნეტავ, “ოცნება” ამას შეძლებდეს….

ეს ერთი, რიგითი ქართველი ამომრჩევლის და ქართული საზოგადოების ერთი, რიგითი წევრის სურვილია…და პრინციპში, ოცნებაც…”

თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved