მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც ციხეში სასჯელს სრულად მოიხდის – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იქ იმყოფება, სადაც უნდა იყოს.
“მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში “თავისუფლება მიშას”, მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება მას შემდეგ, როდესაც მოიხდის სასჯელს”, – აცხადებს კალაძე.
კომენტარები