• რეკლამა
  • კონტაქტი
18:45, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოტნეს ვერ ვეუბნები, რომ ერეკლე გარდაიცვალა, ვიცი, სიმწრისგან იტირებს” – ანა ჯაბაური

ალია ავტორი - ალია
17:01 10-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
487

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური ერეკლე ჩეკურიშვილის დედას სოციალური ქსელით უსამძიმრებს და წერს:

,,სახლში მოიტანა სურათი – ნახე, რა ბიჭს ესროლა ტყვია არაკაცმაო, თან როგორი ლამაზიაო – ცრემლებს ვერ იკავებდა.

აუცილებლად, აუცილებლად ფეხზე უნდა დავაყენოთო! და მაშინვე საქმეს შეუდგა…

ვინ იფიქრებდა, ოთხი ასეთივე ლაჩარი არაკაცი შეუშლიდა ხელს ერეკლეს სიცოცხლისთვის ბრძოლაში…

ვერ ვეუბნები, ვიცი, სიმწრისგან იტირებს.

უმძიმესია ჩემთვის ამ ამბავთან შეგუება, ქალბატონო ნინო, ჩემი განუზომელი სამძიმარი და პატივისცემა თქვენ!”.

ნინო ჩეკურიშვილი პასუხობს:

,,ცოტნე ძალიან მიყვარს, იმხელა სითბო გამოხატა, გულში ჩამიხუტა, ნუ ნერვიულობთ, ერთად გადავარჩენთ, თქვენ გვერდით ვარო…ასეთი დიდსულოვანი, გულისხმიერი და სათნოა ცოტნე ყოველთვის. ჩემი ერეკლეს შემდეგ ცოტნეს ვწერდი ლოცვებში…”.

ერეკლე ჩეკურიშვილს 38 წლის მამაკაცმა ქუჩაში ესროლა. დაპირისპირება ძაღლების ჩხუბს მოჰყვა, რადგან  ერეკლემ მისი ძაღლი ფეხით მოიგერია და თავის ძაღლს მოაშორა. მას მერე ერეკლე დიდხანს იყო კომატოზურ მდგომარეობაში, მან არაერთი კლინიკა გამოიცვალა. ოჯახი აპირებდა მის წაყვანას გერმანიაში სამკურნალოდ, თუმცა, როგორც თავად ჰყვებიან, სწორედ ამ დროს, ერეკლეს სეფსისი განუვითარდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ცოტნე გამსახურდია პირველივე დღიდან ჩართული იყო ერეკლეს მკურნალობისა და გადარჩენის საქმეში, პირადად აგროვებდა მათთვის ფულს.

სხვათა შორის, ცოტნე გამსახურდიას ნომერი ოჯახმა ჩვენ, “ალიას” გვთხოვა, როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. როცა ცოტნე დაჭრეს, კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდა ნინო ჩეკურიშვილი, რომელმაც მაშინ ტირილით გვიამბო:

“მესიჯი მივწერა, ცოტნემ ეგრევე გადმორეკა, ძალიან მალე შემხვდა, მომისმინა, 2700 ლარი გადმომცა და მას მერე მუდმივად მეხმიანებოდა, მპირდებოდა, რომ ყველას შეაწუხებდა, რომ როგორმე მოეხერხებია და ერეკლე, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება საზღვარგარეთ – ფეხზე დამდგარიყო.“

თეგები: ანა ჯაბაურიერეკლე ჩეკურიშვილიცოტნე გამსახურდია

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved