• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამწუხაროდ, დეკემბრის ბოლოდან, იანვრის დასაწყისიდან, საქართველოს ელის ეს სცენარი…“ – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
21:55 10-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.

– არჩევნებმა და პოლიტიკურმა ამბებმა ქვეყანაში მართლა სრულად ჩაანაცვლა კოვიდი საქართველოში – რა ხდება მსოფლიოში? საუბრობენ ახალ შტამებზე?

– უმძიმესი მდგომარეობაა სამეზობლოში და უმძიმესი მდგომარეობაა საქართველოში. გავიხედოთ მეზობელ ქვეყნებში – რუსეთში ბოლო 1 კვირის მანძილზე კატასტროფა ხდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ დიქტატორულ ქვეყანაში და მათ შორის რუსეთშიც, ოფიციალური მონაცემი, რეალურზე 5 -ჯერ ნაკლები იყოს შესაძლებელია, მიუხედავად ამისა, ოფიციალური ციფრებით, დღეში თითქმის 900 ადამიანი ეღუპებათ, ეს რიცხვი ლამის 5 ზე უნდა გავამრავლოთ. გამოვიდნენ ოფიციალური პირები და თქვეს ღიად, რომ რთული მდგომარეობაა და რეალური ქმედებებზე გადავიდნენ. რუსეთი აწარმოებს პირბადეებს და სამედიცინო ხალათებს, ექსპორტზეც გაჰქონდა, ახლა კი მათი ექსპორტი შეაჩერა – რატომ? იმიტომ რომ ელოდება მძიმე პერიოდს და ფიქრობს, თავად დასჭირდება – ეს არ უნდა იყოს ინდიკატორი ჩვენთვის? – არა, ჩვენ მაინც გახსნილი გვაქვს საზღვრები.

– ამბობთ, რომ მძიმე ნოემბერი გველოდება, რამდენად მძიმე იქნება მოახლოებული ზამთარი?

– ძალიან მძიმე ზამთარს ველოდები. ვთვლი, რომ ნოემბერში დაიწყება აფეთქება იმ ადამიანებში, ვინც რამდენიმე თვის წინ იყო აცრილი ჩინური ვაქცინებით, რადგან მათ უკვე დაკარგეს იმუნური დაცვა, უკვე ვიცით, რომ 2,5 თვე იცავს ჩინური ვაქცინა და მერე აღარ აქვს ძალა. დეკემბრის ბოლოდან, იანვარში, გვექნება ჩინური ვაქცინებით 2,5 და მეტი თვის წინ აცრილ ადამიანებში ვირუსის აფეთქება და ამას დამატებული იმ ადამიანებშიც, ვინც 5-6 თვის წინ აიცრა ფაიზერის ვაქცინით და საკმაოდ დიდი ოდენობა იქნება უკვე ასეთი. გარდა ამისა, დაუცველები იქნებიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და გავიდა უკვე დაავადების გადატანიდან 6 და მეტი თვე. პრაქტიკულად, ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანები იქნებიან დაუცველები! სამწუხაროდ, დეკემბრის ბოლოდან, იანვრის დასაწყისიდან, საქართველოს ელის ის სცენარი, რაც მოხდა ბრაზილიაში. ჩემი კოლეგების ნაწილი ამტკიცებს, რომ მათ, ვისაც უკვე ჰქონდა კოვიდი, აღარ სჭირდებათ აცრა, ეს ტყუილია, მათი მოსაზრება არამეცნიერულია და დაუსაბუთებელი. ჩვენ ვნახეთ, მეორედაც დაემართათ ადამიანებს კოვიდი და მესამედაც. დელტა ვარიანტმა ხომ საერთოდ ამოაყირავა ყველაფერი. ყოველთვის ყველაფერს ვამბობ წინასწარ, ჯერ მლანძღავენ, მერე ამბობენ, უი, ხო, ფხაკაძემ ეს ხომ თქვა? კი ვთქვი და იმიტომ ვთქვი, რომ მოსახლეობა გავაფრთხილო, ხელისუფლება გავაფრთხილო, რომ მიიღონ ზომები და თავიდან ავირიდოთ ჩემი პროგნოზები, თუმცა, სამწუხაროდ, პირიქით ხდება, ყველაფერის აკეთებენ, რომ ეს მოხდეს!

– ამას ემატება პოსტკოვიდური გართულებები, ე.წ. „გრძელი კოვიდი“, ეს განსაკუთრებით სახიფათო იქნება ასეთ ღარიბ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ ექიმის და წამლის ფული.

– აქაც პირდაპირ ვიტყვი, მე ვთვლი, რომ საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტს უკვე გადატანილი აქვს მინიმუმ ერთჯერ კოვიდი, ზოგს ვუჰანური, ზოგს ბრიტანული და ზოგსაც დელტა შტამი. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო მოსახლეობის 15-20 პროცენტს პოსტკოვიდური პრობლემები ექნება, იმუნური სისტემა ექნება დასუსტებული, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამასობაში, შესაძლოა გაძლიერებული შტამებიც გამოჩნდეს. ახალი შტამები უკვე წამოსულია… ერთი და მეტი თვის წინ ვამბობდი, შესაძლოა, ქართული შტამიც მივიღოთ-მეთქი, ახლა კი ვფიქრობ, შესაძლოა, უკვე გვაქვს კიდეც ქართული შტამი და არ ვიცით? ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის ლაბორატორიული ბაზა, მაგრამ იქ სრული კვლევა შტამებზე ლიმიტირებულად ტარდება და არა  ოდენობით, რა ოდენობაც საჭიროა ამის დასადგენად.

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved