• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არჩევნები რომ არ ჩაგვეტარებინა 2000 სიცოცხლით მეტს გადავარჩენდით!“ – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
21:26 10-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.

– როგორია რეალობა, რომელიც სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ, პირადად დაინახეთ?

– აქამდე სხვისი მონათხრობით ვიცოდი, ახლა საშუალება მქონდა, ჩემი თვალით მენახა რა ხდება ქვეყანაში, მოვიარე, თითქმის მთელი საქართველო უკვე და მოდი, როგორც ყოველთვის, სიმართლე ვთქვათ და ვაღიაროთ ის, რაც გვჭირს. ძალიან უცნაურია, მაგრამ საზოგადოების დაკვეთა ერთია – არ არსებობს კოვიდი, ჯანდაცვის სისტემა მუშაობს და ყველაფერი კარგადაა. ვიყავი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ვიყავი ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, თელავში, სიღნაღში, სამეგრელოში, თბილისში, მართლა მთელი საქართველო მოვიარე და პირბადე – არა, დისტანცია – არა, კოვიდი არ არსებობს, მთელი ქვეყანა, ტოტალურად, არ სცნობს კოვიდს. ყველგან ერთი და იგივე სურათია, არ აღიარებენ მოქალაქეები ამ დაავადებას. საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა არის ერთი – არ არსებობდეს კოვიდი და მიჰყვება ხელისუფლება, აძლევს იმას, რისი მოთხოვნაც არსებობს, ეუბნება საზოგადოება, გახსენი, არ არის პრობლემა და ხნის. ფასსაც ვიხდით შესაბამისს. დღეში 40-მდე ადამიანის დაკარგვას შეეგუა ხალხი, შეეგუა იმას, რომ დაემართოს შეიძლება კოვიდი ვინმეს, გარდაიცვალოს შეიძლება მისი მეგობარი, ნათესავი, ახლობელი, რას იზამ… იმედია, მე არ დამემართება, ფიქრობს…. რასაკვირველია, თავს ვიტყუებთ, ყველამ კარგად იცის, რომ საჭიროა აცრა, საჭიროა პირბადე და დისტანცია, მაგრამ საზოგადოება უკვეთავს და ხელისუფლება ასრულებს.

– თქვენ არაერთხელ თქვით, რომ არჩევნების ჩატარება, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მკვეთრად დააზიანებდა. ჩვენ უკვე გვქონდა ერთი არჩევნები და ათობით ქალაქში კიდევ ველით არჩევნებს, მათ შორის დედაქალაქში – რას უნდა ველოდოთ?

– კი, ნამდვილად ერთადერთი ვიყავი, ვინც წინააღმდეგი იყო არჩევნების და იმიტომ კი არ ვიყავი წინააღმდეგი, რომ ზოგადად არჩევნები არ მომწონს, არჩევნები აუცილებელია და საჭიროა, მაგრამ ეპიდემილოგიურად, არჩევნების ჩატარება იყო ძალიან საშიში და იმიტომ კი არ იყო საშიში, რომ თავად არჩევნებია საფრთხის შემცველი, მაღალი რისკია წინასაარჩევნო კამპანია. ხელისუფლებამ აირჩია ის გზა, რაც ხალხმა ამოსძახა, ჩაატარა არჩევნები და აი, კოვიდი არ არსებობს – ჩვენ გვინდა ნორმალური ცხოვრება არანორმალურ გარემოში… წინასაარჩევნოდ 20 და 30 ათასი ხმის მობილიზება და მოპოვება უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე. პირდაპირ ვიტყვი, ეს არჩევნები რომ არ ჩაგვეტარებინა 2000 სიცოცხლით მეტს გადავარჩენდით. ამ არჩევნებს ცხვრებივით შევწირეთ ადამიანების სიცოცხლე, დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შევწირეთ. გგონიათ სახელმწიფომ არ იცის, რა გადაწყვეტილებებია მისაღები? ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებებს ამ წინასაარჩევნო პროცესში, ახლაც წინასაარჩევნო გარემოა ქვეყანაში და სანამ არჩევნები არ დამთავრდება, ასე გაგრძელდება. ჩვენ გვინდა ისე ვიცხოვროთ, როგორც დღეს ევროპაა, მაგრამ ევროპის მოსახლეობის 87 პროცენტია თითქმის ორჯერადადაა აცრილი და აცრილია კარგი ვაქცინით და არა – ნაგავით… ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველად ვნახე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, სადაც ეწერა, რომ წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა იყოს აცრილი, მე ვთქვი „ალიასთან“, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60 კი არა 90 პროცენტი უნდა იყოს აცრილი. ახლა რას ვხედავთ? საერთოდ ჩავარდნილია ვაქცინაცია, აღარ არსებობს. მე როცა ვამბობ, რომ არაპროფესიონალიზმი კლავს, ზოგადად კი არ ვსაუბრობ, პირდაპირი გაგებით კლავს არაპროფესიონალიზმი. ლატარია რომ დაიწყეს აცრილებისთვის, ზოგადი კონცეფცია შესაძლოა სწორი იყო და წამახალისებელი პროექტები საჭირო იყო, მაგრამ არა  ამ ფორმით. დავიწყოთ იქედან, რომ რატომ უნდა დაიხარჯოს ამისთვის ბიუჯეტის ფული? თეთრიც არ უნდა დახარჯულიყო ამ გათამაშებისთვის ბიუჯეტიდან. როდესმე, იმედია, შეისწავლიან ამ საკითხს და დაადგენენ, იყო, თუ არა რამე კორუფციული გეგმა აქაც. ლატარიას თუ გააკეთებდნენ, ეს მთლიანად უნდა დაეფინანსებინა ბიზნესს, მაგალითად ტექნიკის მაღაზიას გაეთამაშებინა მაცივარი, ტანსაცმლის მაღაზიას, ტანსაცმლის კუპონი და ა.შ. ქართველი ადამიანის მენტალიტეტი განსხვავებულია, მას რომ მისცემ 50 ლარს, წავა, დახარჯავს და აღარ ახსოვს. მისცემ ნივთს? იტყვის, აი, მე ეს მოვიგე და სხვებსაც აჩვენებს. მეორე – ექიმებს და ექთნებს, ვისი რეკომენდაციითაც ადამიანები აცრას გაიკეთებენ, წავახალისებთ და 20 ლარს გადავუხდითო, ეს იყო სირცხვილი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი წინადადება. ჯერ ერთი, ჩინურ ვაქცინებს არ მიუღიათ ჯერ სრული ავტორიზაცია, ფაიზერისგან განსხვავებით, ამიტომ, თუ შენ აპირებ, ჩინური ვაქცინის პროპაგანდა გააწევინო ექიმს, იმ ჩინური ვაქცინის, რომელიც დღემდე ითვლება ექსპერიმენტალურად, როგორ წარმოგიდგენიათ, ექიმმა ექსპერიმენტალური ვაქცინის გაკეთებისკენ წაახალისოს ადამიანი? გარდა იმისა, რომ არაეთიკურია, ეს აკრძალულია. მეორე – თავიდანაც ითქვა, რომ 20 ლარს მისცემდნენ, მერე თქვეს, პირველი აცრის მერე 8 ლარიო, 8 ლარი – მეორე აცრის მერე და 4 ლარი ადმინისტრაციული ხარჯებისთვისო – ანუ, კიდევ ატყუებ, მხოლოდ ტყუილს და ფულის გაკეთებას ვხედავ.

ამ არჩევნების გამო, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ახლა კი, როცა ისევ წინასაარჩევნო კამპანიაა, ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ შეცდომა დაუშვა, რადგან ხალხი ეტყვის, რატომ აგირჩიო, თუ შეგეშალა? ასე რომ, გავიმეორებ, ჩვენ ვართ არჩევნების მხვერპლნი, სამწუხაროდ.

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved