• რეკლამა
  • კონტაქტი
22:14, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა 186-მდე გაიზარდა

ალია ავტორი - ალია
13:51 10-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

თბილისში უკვე 186 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მუხიანის პირველ მიკრორაიონში გაიხსნა ახლად აშენებული N104 ბაგა-ბაღი, რომელსაც 270 ბავშვის მიღების შესაძლებლობა აქვს.

„2018 წლიდან დღემდე, თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და შეგიძლიათ ნახოთ, როგორი გემოვნებით და ხარისხით არის ეს პროექტები განხორციელებული. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10  საბავშვო ბაღის ავარიულ შენობებს. ამჟამად, მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 3 შენდება ავარიული შენობების ნაცვლად. მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება გამაგრება-რეკონსტრუქციის კიდევ ერთი პროექტი 89-ე ბაგა-ბაღში, რომელიც  გლდანის ა მიკრორაიონში მდებარეობს. ამჟამად, მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროცესი, რომელთაგან ერთი – 155-ე ბაღი წლის ბოლომდე დასრულდება და ალტერნატიულ ფართში გადასული ბავშვები დაუბრუნდებიან განახლებულ ბაღს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, წელს, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული იყო 13 მლნ ლარზე მეტი, ხოლო მომავალ წელს ბიუჯეტი გაიზრდება და 19 მლნ ლარი გამოიყოფა.

მისივე განმარტებით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენამდე, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების 10 სახეობა 60 000-მდე აღსაზრდელის ოჯახს დაურიგდა. დედაქალაქის მერმა პროდუქტების დარიგების პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, ასევე, ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved