• რეკლამა
  • კონტაქტი
07:43, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” კრახის მთავარი შემოქმედი გიორგი გახარიაა!” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
22:47 10-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“რაც არ უნდა თქვან “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, გუშინ ისინი არჩევნებზე დამარცხდნენ. მმართველ პარტიას ყველა დიდ ქალაქში ხელი მოეცარა. “ოცნება” სრულ კაპიტულაციას მაჟორიტარულმა სისტემამ გადაარჩინა, თორემ ძალიან ბევრ საკრებულოში უმრავლესობაც არ ექნებოდათ. მოკლედ, დიდ დასახლებებში, სადაც შედარებით სუსტია ადმინისტრაციული რესურსებისა და საპოლიციო ძალების გავლენა “ოცნება” ღრმა ელექტორალურ კრიზისშია. ურბანულ სივრცეებში “ოცნების” მარცხზე პარტიამ პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეს და მის კამარილიას უნდა დააკისროს. მათ გარეშე კალაძე გაცილებით უფრო ახლოს იქნებოდა პირველ ტურში გამარჯვებასთან.

ენმ-ის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია კარგ ხასიათზეა, ისინი გამარჯვებაზე მიანიშნებენ. ნაცმოძრაობა და მისი პარტნიორები გამარჯვებული იქნებოდნენ, ტექნიკურად უფრო გამართული კამპანია რომ ეწარმოებინათ. მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლისა და გვარამის რეპორტაჟების იმედად შორს ვერ წავიდნენ. ყურადღება არ მიაქციეს იმას, რომ რამდენი პროცენტიც არ უნდა აიღო მერის ან პროპორციულ არჩევნებზე, მაჟორიტარების გარეშე მუნიციპალური ხელისუფლების გადმობარება შეუძლებელია. ენმ-ის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციის მარცხს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ელენე ხოშტარია – საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატი, რომელიც საკრებულოში ვერ მოხვდა! და კიდევ ის, რომ “ოცნება” 43%-ს ვერ ჩამოაცილეს.

სრულიად სამარცხვინო შედეგები აჩვენებს საპარლამენტო პარტიებმა (ვაშაძეები, ლელო, ალიკო ელისაშვილი, გირჩი). მათ პულსი არ ესინჯებათ, კიდევ ერთხელ დაენარცხნენ მიწაზე დიდი სიმაღლიდან, მგონი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოუყარა თავი ოც მუნიციპალურ დეპუტატსაც კი. მაინც მოსწავლეების რისხვად ქცეული სასწავლო ნაწილის ტონითა და კეფამდე აწეული წარბებით ტუქსავენ ყველას, თითქოს რაღაცას წარმოადგენენ!

მაშ, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში?

არჩევნების შედეგებით ყველაზე მეტად კმაყოფილი უნდა იყოს გიორგი გახარია. “ოცნების” კრახის მთავარი შემოქმედი ის არის! გახარიას გუნდის ხმების ნახევარი “ოცნების” ყულაბაში რომ ყოფილიყო, ურბანულ სივრცეებში მმართველი დაჯგუფების მარცხი ასეთი თვალსაჩინო არ იქნებოდა. გახარიას დეპუტაციის ხმებზე არაერთ რეგიონში უმრავლესობის ბედი იქნება დამოკიდებული. მოკლედ, პარტია “საქართველოსთვის” ხელმწიფის მაკურთხებელი ძალა (Königsmacher / Kingmaker) გახდა. გახარიას ხმების მონადირება დღეს ყველა მხარეს სურს!!! რაც მთავარია, ამომრჩეველმა აჩვენა, რომ “ოცნების” ბინძურ კამპანიაზე გული ერევა და პატიოსანი მეთოდებით თამაშს ემხრობა.

ცალსახად გამარჯვებულია ანა დოლიძე! მან თავად აღნიშნა უზუსტესად! ანამ ერთი ბანერის ფასად გააკეთა ის, რასაც ხაზარაძეები, ჩხარტიშვილები და სხვა მილიონერები მილიონებით ვერ აკეთებენ უკვე მეორე წრეა. გურულ დრაკონს თავისი პოლიტიკური კაპიტალის ზრდის შესაძლებლობა აქვს.

გამარჯვებულია ქართული პოლიტიკის მთავარი “სქარფეისი”, თამაზ მეჭიაური, მეორე კენჭისყრაა ყელში ეჩხირება თიანელ “ქოცებს”…

წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით უფრო სიმპატიურად გამოიყურება ცესკო. მგონი, თავის დაცვა და ხალხისთვის რაღაცების ახსნა ისწავლეს.

დავმარცხდით ჩვენ, რადგან არც ერთ პარტიას მუნიციპალური პროგრამა არ ჰქონია და არ იციან რას გააკეთებენ ჩვენთვის კაბინეტებში შესვლის შემდეგ.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved